"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა" — კახა კალაძე ლუკა ძაძამიას მიერ საკრებულოს დატოვებაზე
21 წლის ლუკა ძაძამიამ საკრებულო დატოვა. განცხადებას, სადაც ძაძამია წერს, რომ საკუთარი სურვილით ტოვებს თბილისის საკრებულოს, 20 ნოემბერს "ტვ პირველმა" გაავრცელა. ის წერილში აღნიშნავს, რომ საკრებულოდან სხვა სამსახურში საქმიანობის გაგრძელების მიზნით მიდის.
კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს ძაძამიას პირადი გადაწყვეტილება იყო, რადგან მან საზოგადოებისგან ზეწოლას ვერ გაუძლოს და მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
"ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ ახალგაზრდა ადამიანმა უამრავი შეურაცხყოფა მიიღო ბოლო თვეებში. ის აპირებს, მუშაობა კერძო სექტორში განაგრძოს. ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. გუშინ გვქონდა საუბარი. დარწმუნებული ვარ, თავად გააკეთებს განმარტებას.
ლუკა ძაძამია არის ახალგაზრდა ადამიანი. ყველას გვეშლება ცხოვრებაში, შეუცდომელი არავინაა, მითუმეტეს როცა ხარ ახალგაზრდა. მან გააკეთა განმარტებები ამასთან დაკავშირებით, რომ დაუშვა შეცდომა. ყველას მოგვდის, შეუცდომელი არავინაა. შესაბამისად ახსნა-განმარტებები გაკეთებული იყო მის ქმედებებთან დაკავშირებით, მის აწმყოსთან დაკავშირებით, მომავალთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს," — თქვა კალაძემ.
კითხვაზე იყო, თუ არა ზეწოლა ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან დაეტოვებინა პროევროპულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდას საკრებულო, კალაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "გაუბედურებულები და გაფარჩაკებულები" არიან და ეს მათი საქმე არ არის.
"არანაირი პრეტენზია არ ყოფილია ოცნების მხარდამჭერებისგან. თქვენ მიხედეთ საკუთარ თავს, ხომ ხედავთ რას გავხართ — გაუბედურებულები და გაფარჩაკებულები ხართ, ნუ ინერვიულებთ ოცნების მხარდამჭერებზე. მერწმუნეთ უფრო მეტი გაქვთ სანერვიულო. იმ მდგომარეობაში ხართ ძალიან ბევრი გაქვთ საფიქრალი და სანერვიულო. როგორ მოხვდა სიაში ლუკა ძაძამია არ არის თქვენი საქმე, თქვენ ვინ გეკითხებათ. თქვენ ვინ გეკითხებათ ჩვენ როგორ ვაკეთებთ არჩევანს?" — თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, ლუკა ძაძამია 2023-2024 წლებში საპროტესტო აქციების მონაწილე იყო, შემდეგ კი ქართლი ოცნების სიაში მოხვდა. 30 ოქტომბერს, ლუკა ძაძამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "პოლიტიკა არ არის სტატიკური მოცემულობა, ეს არის დინამიკა, არის მუდმივი ცვლილებები". მისივე თქმით, "საპროტესტო აქციების მსვლელობებმა თავადვე გამოაჩინა რადიკალური მიზნები".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები