ლუკა ძაძამია: "ცალსახად იყო ბულინგის მცდელობები. ჩანერგილი რუსთაველის გამზირზე არავინ ყოფილა"
ლუკა ძაძამიამ საკრებულოს დატოვების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 21 წლის ძაძამიას განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მას წარსულში პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. შემდეგ ძაძამიამ დასძინა, რომ ის რჩება ქართული ოცნების მხარდამჭერების რიგებში და თავისი პირადი რესურსებით გააგრძელებს პარტიის "ღირებულებების დაცვას და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას".
"მივიღე გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს მანდატის დატოვების შესახებ. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, გატარება. ამ მიზნის მიღწევისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავი არაერთი თავდასხმის ადრესატი. მე საქმიანობას გავაგრძელებ ახალი სტატუსით. ჩემი პირადი რესურსით უზრუნველვყოფ ხსენებული მიზნების მიღწევას, რაც გამოიხატება ჩვენს თანამოქალაქეებზე, თანამემამულეებზე ზრუნვასა და მათი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. ჩემს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ავიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა ჩემზე და ჩემს ძვირფას ადამიანებზე პიროვნული თავდასხმები, მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არ შეცვლილა. ვრჩები ჩემი გუნდისა და სამშობლოს ერთგული, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები ამ ღირებულებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განვახორციელო.
რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ჩემი მიზანი როგორც იყო, ასევე დარჩება სწრაფვა საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. [ქართული ოცნების] მხრიდან არანაირ მინიშნებას არ ჰქონდა ადგილი," — თქვა ძაძამიამ. (ტექსტი IPN)
ძაძამიას განცხადებით, აქციის კადრები, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსული კანონის საპროტესტო აქციიდან არის და არა 2024 წლის პროევროპული აქციიდან. მისი მტკიცებით, 2024 წლის ნოემბერს ის ესპანეთში იმყოფებოდა. შემდეგ ძაძამიამ დასძინა, რომ "ჩანერგილი რუსთაველის გამზირზე არავინ ყოფილა".
"ბულინგის მცდელობები იყო. მე არ ვიტყვი, რომ ბულინგის მსხვერპლი აღმოვჩნდი, თუმცა ცალსახად იყო ბულინგის მცდელობები. ჩანერგილი რუსთაველის გამზირზე არავინ ყოფილა. უსაფუძვლო ბრალდებაა, თავად "ჩანერგილი" ტერმინი არის შეურაცხმყოფელი. მიმაჩნია, რომ პატრიოტული სულისკვეთების ადამიანი ვარ, იგივე შეხედულების ადამიანად დავრჩი. ქართული ოცნების გუნდში ვიყავი და ქართული ოცნების გუნდიდან წამოსვლაზე არავინ საუბრობს.
რაც შეეხება აქციაზე ჩემი ყოფნის კადრებს, 2024 წელს ნოემბრის აქციის მიმდინარეობის დროს ვიყავი ესპანეთში. იქამდე რამდენიმე თვე და შემდგომ რამდენიმე თვე ესპანეთი არ დამიტოვებია. აღნიშნული კადრი 2024 წლის არაა, ის არის 2022 წლის ბოლოსა და 2023 დასაწყისს შორის არსებული პერიოდი," — განაცხადა ლუკა ძაძამიამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვიხილავთ, თუ არა მას კვლავ რუსთაველის გამზირზე ძაძამიამ უპასუხა, რომ "[რუსთაველის გამზირზე] შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ან სამშობლოს მოღალატეები დგანან, რომლები გარე დაფინანსებების ხარჯზე იხარებენ გულს".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები