მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია

მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია

21 Nov. 2025, 17:31

"გვსურს გამოვეხმაუროთ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება არაბულ ინვესტიციებს

ქვეყნის მიწა მხოლოდ ეკონომიკური რესურსი არ არის — იგი ჩვენი წინაპრების სულიერი მემკვიდრეობა, ისტორიული სიწმინდე და მომავალ თაობათა სასიცოცხლო საფუძველია. საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ღვთისმშობლის განსაკუთრებული კურთხევა ერგო.

ესაა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რაც
ჩვენი ეროვნული თვითშეგნების უმაღლესი სულიერი საფუძველია.

ღვთისმშობლის წილხვდომილობა ნიშნავს, რომ საქართველო მხოლოდ სახელმწიფო სივრცე კი არა, მადლით განმსჭვალული წმინდა ადგილია.. ამიტომაც ქართული მიწა არ არის მარტო საკუთრება — იგი არის სიწმინდე, რომელსაც უხილავი მადლი თან სდევს და სადაც ღვთისმშობელი გვანიჭებს თავის საფარველს.

ამავე დროს, ქართული მიწა წინაპართა სისხლით მორწყული სიწმინდე და მათი მსხვერპლის მემკვიდრეობაა.

შესაბამისად მასთან უფრო მეტი სიყვარულით, სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოპყრობაა საჭირო.

წმინდა მამები ამბობენ:

"სადაც სისხლია დაღვრილი რწმენისა და სიწმინდისათვის, იქ მიწა უკვე არ არის უბრალო მიწა — იგი ჟამთა ჭრილებში გვამცნობს ღმერთის მოქმედებას“.

მისი დაცვა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება თითოეული ჩვენი მოქალაქის სულიერი და ეროვნული ვალია.

ამიტომ სამშობლოს მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის საკითხი მხოლოდ ეკონომიკური ან სამართლებრივი განზომილებით ვერ შეფასდება. მას აქვს საზოგადოებრივი, დემოგრაფიული და სულიერი მნიშვნელობა.

სამშობლოს მიწის განკარგვა უნდა იყოს მოზომილი, გაწონასწორებული და ისეთი გადაწყვეტილებებით გაჯერებული, რომელიც ქვეყნის ერთობას, უსაფრთხოებას და ღვთისმშობლის საფარველს შეუნარჩუნებს სიმტკიცეს.

ჩვენი მიზანი არ არის მტრობის გაღვივება, ვინმეს დაყოფა ან უცხოელთა მიმართ უარყოფითი განწყობის შექმნა. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მშვიდობას, სიყვარულსა და ღირსეულ ურთიერთობას ყველა ერებთან.

თუმცა, მშვიდობა არ გამორიცხავს სიმართლის თქმას!.

თუ სამშობლოს მიწას და ჩვენს თვითმყოფადობას არ დავიცავთ, ღმერთი მოგვაკლებს მშვიდობას და კურთხევას. ეს არის სულიერი რეალობა, რომელიც მრავალმა ერმა საკუთარ თავზე გამოცადა.

ღვთისმშობლის საფარველს ვერ გაერიდები ისე, რომ პასუხისმგებლობა არ მოგეთხოვოს!

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას — ხელისუფლებას, საზოგადოებას და თითოეულ მოქალაქეს:

რომ ვდგავართ არა მხოლოდ სახელმწიფოებრივ, არამედ სულიერ და ისტორიულ არჩევანის წინაშე.

ეს არჩევანი განსაზღვრავს, დარჩება საქართველო მადლით დაფარული ქვეყანა, თუ დაიკარგება იმავე დაუდევრობით, როგორც მრავალი ერი დაიკარგა.

ღმერთმა მოგვცეს გონიერება, სიმტკიცე და შეურყეველი სიყვარული სამშობლოს მიმართ.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და მოგვანიჭოს ერთობა,

რომ შევინარჩუნოთ ის მიწა, რომელიც მის მიერ არის კურთხეული,

და ღირსეულად გადავაბაროთ მომავალ თაობებს — წმინდად და შეურყვნელად.

"სამშობლოს ვინც დაიცავს იმას უფალი დაიფარავს" - ნათქვამია მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…