რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან უკრაინის სამშვიდობო გეგმაში?
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინას ახალ სამშვიდობო წინადადებას აწვდის, რომელიც ძირითადად რუსულ მოთხოვნებზეა დაფუძნებული. კიევმა 27 ნოემბრამდე უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა ამ პირობებს — წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამერიკის მხარდაჭერა დაკარგოს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ეს ინიციატივა ტრამპის ბოლო მცდელობაა დაასრულოს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც თითქმის 4 წელია გრძელდება. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ნოემბერს განაცხადა, "უკრაინა მალე შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს: ღირსების დაკარგვა, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი."
რა წერია ტრამპის 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში?
გეგმის მთავარი ნაწილი უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობაა: უკრაინამ მთლიანად უნდა დათმოს დონბასი — როგორც ოკუპირებული ტერიტორია, ასევე ის ნაწილები, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლქვეშაა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკის თითქმის მთელი ოლქის გარდა უკრაინა კვლავ აკონტროლებს დონეცკის მნიშვნელოვანი ქალაქებს — პოკროვსკს, სლავიანსკს და კრამატორსკს.
გეგმის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა უნდა დატოვონ დონბასის ეს დარჩენილი ტერიტორიები, რომლებიც დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდება. ტერიტორია საერთაშორისო დონეზე რუსეთად გამოცხადდება, თუმცა რუსულ ძალებს იქ შესვლა აეკრძალებათ.
გეგმა ასევე გულისხმობს ყირიმზე, ლუგანსკსა და დონეცკზე რუსეთის კონტროლის დე ფაქტო აღიარებას — არა უკრაინის, არამედ აშშ-ის მხრიდან.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები "გაყინული" დარჩება ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, რაც არსებითად დააფიქსირებს რუსეთის სამხედრო მიღწევებს.
უკრაინის არმია შეზღუდული იქნება 600,000 სამხედრომდე. უკრაინა შეაჩერებს NATO-ში გაწევრიანების მისწრაფებას და დაეთანხმება თავისი ტერიტორიის ფარგლებში უცხოური ჯარების განთავსების აკრძალვას.
საპასუხოდ, კრემლი პირობას დადებს, რომ უკრაინას ან სხვა ევროპულ ქვეყნებს თავს არ დაესხმება — ამ ვალდებულებას რუსეთი კანონმდებლობაში შეიტანს. თუმცა რუსეთი აქამდე მრავალჯერ გასცდა საკუთარ დადგენილ სამართლებრივი ჩარჩოს, რაც ამ დაპირების საიმედოობას ეჭვქვეშ აყენებს.
გეგმა ასევე ითვალისწინებს რუსეთის დაბრუნებას გლობალურ ეკონომიკაში, სანქციების ეტაპობრივ მოხსნას, აშშ-რუსეთის თანამშრომლობას ენერგეტიკაში, ინფრასტრუქტურაში, ხელოვნურ ინტელექტსა და იშვიათ ლითონებში. რუსეთი საბოლოოდ დაბრუნდება G7-ში.
გაყინული რუსული აქტივების ნაწილი მოხმარდება უკრაინის აღდგენას — თანაბარი ევროპული წვლილით — ხოლო დანარჩენი დაიხარჯება ერთობლივ აშშ-რუსულ პროექტებზე.
გეგმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსეთმა 2022 წელს დაიკავა, IAEA-ს (საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტო) ზედამხედველობით მუშაობის აღდგენას ითვალისწინებს. ელექტროენერგია თანაბრად გაიყოფა უკრაინასა და რუსეთს შორის.
გეგმა ასევე მოიცავს ამერიკის უსაფრთხოების გარანტიას: რუსეთის ნებისმიერი მომავალი აგრესია გამოიწვევს "გადამწყვეტ კოორდინირებულ სამხედრო პასუხს" და სანქციების დაუყოვნებლივ აღდგენას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები