რას ამბობენ დასავლელი ლიდერები აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე?
აშშ-ის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა შესაძლოა იყოს საფუძველი უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის, თუმცა "დამატებით სამუშაოს" საჭიროებს — ასე შეაფასეს დასავლელმა ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებული უკრაინის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკაში გამართული G20-ის სამიტის კულუარებში, ევროპელი და სხვა დასავლელი ლიდერები ცდილობდნენ შეემუშავებინათ კოორდინირებული პასუხი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნაზე, რომ უკრაინამ 27 ნოემბრისთვის მიიღოს მისი 28-პუნქტიანი გეგმა.
უკრაინასა და მის ევროპელ პარტნიორებს სჯერათ, რომ ეს გეგმა შეიძლება იყოს მოლაპარაკებების საფუძველი, თუმცა აუცილებლად საჭიროებს ცვლილებებს.
აშშ-ის გეგმა, რომელიც რუსეთის რამდენიმე ძირითად მოთხოვნას მოიცავს, მრავალი მოკავშირის მხრიდან კრიტიკის საგნად იქცა. დასავლელი ლიდერები ერთდროულად ცდილობდნენ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას და იმ პუნქტების მიუღებლობის ხაზგასმას, რომლებიც უკრაინისთვის მძიმეა.
ევროკავშირის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, კანადის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ფინეთის, იტალიის, იაპონიისა და ნორვეგიის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს:
"28-პუნქტიანი გეგმის საწყის ვერსიაში არის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომლებიც აუცილებელია სამართლიანი და სტაბილური მშვიდობისთვის. ამიტომაც ეს გეგმა წარმოადგენს საფუძველს, რომელიც დამატებით მუშაობას საჭიროებს."
Reuters-ის ინფორმაციით, სამმა ამერიკელმა სენატორმა ივარაუდა, რომ გეგმა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შესაძლოა რუსეთიდან გაიგზავნა.
სენატორმა მაიკ რაუნდსმა Halifax-ში განაცხადა: "ჩვენ მივიღეთ წინადადება, რომელიც ერთ-ერთ ჩვენს წარმომადგენელს გადაეცა. ეს არც ჩვენი რეკომენდაციაა და არც ჩვენი გეგმა."
თუმცა მოგვიანებით მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ გეგმა ამერიკელ ოფიციალურ პირებს ეკუთვნით, "რუსული მხარის წინადადებების გათვალისწინებით", მაგრამ მისი განმარტებით, დაგეგმილია კონსულტაციები უკრაინასთანაც.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გეგმა უნდა დაეფუძნოს ფართო კონსულტაციებს და უზრუნველყოს "მშვიდობა უკრაინელებისთვის და უსაფრთხოება ევროპელებისთვის".
ზელენსკის ბოლო განცხადებამ — რომ უკრაინა დგას არჩევანის წინაშე "ღირსების დაკარგვასა და აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვას შორის" — კიდევ უფრო გააქტიურა ევროპელი ლიდერები.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გადამწყვეტია მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის:
"თუ უკრაინა ამ ომს წააგებს, ეს გავლენას მოახდენს ევროპულ პოლიტიკაზე მთლიანად. ახლა არის შანსი ომის დასრულებისთვის, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვართ კარგად დაბალანსებული შედეგისგან."
შაბათს, ჩრდილოეთისა და ბალტიის ქვეყნის რვა ლიდერმა ზელენსკისთან ისაუბრა და იარაღის მიწოდების გაგრძელება დაუდასტურა. ერთობლივ განცხადებაში დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი ამბობენ:
"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ, უსაფრთხო გარემოს უკრაინასა და ევროპაში."
ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს ერთობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:
"ახლა უკრაინას შეიძლება ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწიოს — ან დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი."
მან ასევე აღნიშნა, რომ იბრძოლებს გეგმაში ორი მთავარი ღირებულების — უკრაინელთა ღირსებისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები