ადელი სამსახიობო დებიუტისთვის ემზადება — რომელ ფილმში ვიხილავთ მომღერალს?
ფოტო: PA
ცნობილ ინგლისელ მუსიკოსს, ადელს, სულ მალე ახალ ამპლუაში ვიხილავთ. გრემის არაერთგზის მფლობელი მომღერალი ტომ ფორდის ფილმში სამოთხისადმი ვედრება (Cry to Heaven) ითამაშებს. ამერიკელი მოდის დიზაინერი და რეჟისორი თავადვე იქნება სცენარისტი და პროდიუსერი ფილმისა, რომელიც ენ რაისის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას წარმოადგენს.
ნაწარმოებში მოქმედება მე-18 საუკუნის იტალიაში ვითარდება, ამბავს კი ორი მთავარი გმირი ჰყავს — ვენეციელი დიდგვაროვანი და ოპერის კასტრირებული მომღერალი — რომელთა გზები მოულოდნელად გადაიკვეთება. 1982 წელს გამოცემული ეს ისტორიული რომანი ჟანრობრივად განსხვავდება რაისის ყველაზე პოპულარული წიგნების სერიისგან, ვამპირის ქრონიკებისგან.
რაც შეეხება ტომ ფორდის კინოადაპტაციას, ადელის გარდა ფილმში აარონ ტეილორ-ჯონსონს, ნიკოლას ჰოულტს და ჰანტერ შაფერს ვიხილავთ. ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება, საბოლოო ნამუშევარი კი, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომაზე გამოვა დიდ ეკრანებზე. როგორც ცნობილია, ფორდი თავადვე აფინანსებს პროექტს, დასრულების შემდეგ კი ფილმს გაყიდის. აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის უკვე მესამე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი იქნება.
აი, ადელს კი მუსიკალურ კარიერაში პაუზა აქვს აღებული. 21-ე საუკუნის ყველაზე პოპულარულმა ბრიტანელმა ქალმა მუსიკოსმა ამ დროისთვის ბოლო ალბომი ოთხი წლის წინ გამოუშვა, შარშან კი ლას-ვეგასში კონცერტების ორწლიანი სერია უქმეები ადელთან ერთად დაასრულა. მაშინ მომღერალმა თქვა, რომ ახალი ალბომის გამოშვებას არ გეგმავდა და დროებით "სხვა შემოქმედებითი საქმით" დაკავება სურდა.
ადელს პირად ცხოვრებაშიც სასიამოვნო სიახლეები აქვს: მუსიკოსი გასულ წელს დაინიშნა სპორტულ აგენტ რიჩ პოლზე, მერე კი, კონცერტზე გამოსვლისას ნიშნობის ბეჭედიც უჩვენა ფანებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები