საქართველოს ბანკმა სტუდენტების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგი ჩაატარა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და მშობლების ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მხარს უჭერს და ახორციელებს არაერთ პროექტს. ამჯერად, ბანკის ორგანიზებით, პირადი ბიუჯეტის დაგეგმვაზე, ფინანსურ მიზნებზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინვესტიციებსა და გონივრულ გადაწყვეტილებებზე გაიმართა ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა 50- მდე სტუდენტმა მიიღო.
ტრენინგს უძღვებოდნენ საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის თანადამფუძნებელი და ეკონომისტი — ბაქარ ბარათაშვილი და სკოლის პედაგოგი და ტრენერი — ანა ქათამაძე.
სტუდენტებს, მიუხედავად ფაკულტეტისა თუ კურსისა, შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ საბაზისო და პრაქტიკული ინფორმაცია ფინანსურ რჩევებთან დაკავშირებით.
“სესიაზე დეტალურად განვიხილეთ თემები, რომლებიც პირადი ფინანსების მართვის საწყის ნაბიჯებს ქმნის. მაგალითად: როგორ ფუნქციონირებს ბაზარი და რა როლი აქვს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსს; როგორ ხდება ბიუჯეტის შედგენა და რესურსების სწორი გადანაწილება; რა განსხვავებაა სურვილებსა და საჭიროებებს შორის და რატომ არის ეს ცოდნა პასუხისმგებლიანი ფინანსური ქცევის საფუძველი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც ხშირად გაუცნობიერებლად გვაღებინებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს — იმპულსურ ხარჯვას, რისკებისადმი დამოკიდებულებას. გარდა ამისა, შევეხეთ ინვესტირების საწყის პრინციპებსაც: რატომ იწყება ყველაფერი გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრით და რა არის რისკისა და სარგებლის ბალანსი“, — აღნიშნა ბაქარ ბარათაშვილმა, საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის თანადამფუძნებელმა.
“მოხარულები ვართ, რომ ტრენინგზე სტუდენტების აქტიური ჩართულობა და ინტერესი გამოიხატა არაერთი შეკითხვით, დისკუსიითა და პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდებში ფინანსური განათლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საჭიროებაა და მოტივაციაც საკმაოდ მზარდია“, — აღნიშნა ანა ქათამაძემ, სკოლის პედაგოგმა და ტრენერმა.
“ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, განათლებისა და განსაკუთრებით, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. გვინდა, სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ფინანსური განათლების მიღებაში და მათთვის ისეთი ტრენინგები ჩავატაროთ, რომლებიც სტუდენტების საჭიროებებზე, ინტერესებსა და სპეციფიკაზე იქნება მორგებული. ვფიქრობთ, ფინანსური ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რომელია სტუდენტის ძირითადი ფაკულტეტი და მიმართულება“, — აცხადებს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, ამ ტიპის შეხვედრები როგორც სტუდენტებისთვის, ისე სხვა აუდიტორიისთვის კვლავ ჩატარდება. თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს ან გადადით ლინკზე: საქართველოს ბანკი — გზა სულ არის, არ გაჩერდე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები