ადვოკატი: ბატონ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და "დიპ სტეიტი" კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე ლონდონის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ ივანიშვილის გამამართლებენ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ბატონ ივანიშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და "დიპ სტეიტი" კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ აქვს ორი სახის აქტივი. 1 — ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული თანხა 2 — ოჯახის წევრების აქტივი შვეიცარიის ბანკ "ჯულიუს ბაერში". ორივე აქტივზე როგორც ბატონ ივანიშვილს, ასევე ოჯახის წევრებს სრულად აქვთ წვდომა შეზღუდული. თუ რაიმეს დასანქცირება, შეჩერება და შეფერხება შეეძლოთ, ყველაფერი დაასანქცირეს, შეაჩერეს და შეაფერხეს და იმის იქით, რაც გინდა სანქციები დააწესონ, არაფერი შეიცვლება.
"როგორც მოსალოდნელი იყო, ბერმუდაზე დაწყებული სამართლებრივი დავა, ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს
მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანს, "კრედიტ სუისს" შორის, ბიძინა ივანიშვილის
უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა "კრედიტ სუისის" წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა.
ლონდონის სამართლებრივ დავაში ბიძინა ივანიშვილი რომ გამარჯვებული იქნებოდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ ინსპირირებული ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული "დიპ სტეიტისთვისაც" კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა.
ამ შემთხვევაში მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული უსამართლო ზეწოლა და შანტაჟია. როგორც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ წერილში განვმარტე, ბატონ ივანიშვილს, სწორედ მის მიმართ წარმოებული შანტაჟის გათვალისწინებით, არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება და არაფორმალური მმართველები (დიპ სტეიტი) კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალებას მისცემენ.
აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ, როგორც ცნობილია, თითქოს და „რუსული ინტერესების“ გატარებისთვის საქართველოში — ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და ეს სანქციები სწორედ იმ თანხაზე მიმართა, რომელზეც ლონდონის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება. გამოდის, რომ ფორმალურ სამართლებრივად ყველაფერი წესრიგშია, თუმცა აქტივი ისევ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) ხელში რჩება და ამ თემას, მომავალშიც შანტაჟისთვის გამოიყენებენ. ამ დროს, ბატონ ივანიშვილს არაერთხელ აქვს ღიად გაცხადებული პოზიცია, რომ არ დაექვემდებარება არანაირ შანტაჟს არანაირი თანხის სანაცვლოდ. საქართველოს ეროვნული ინტერესები არავითარ აქტივზე არ გაიცვლება!
უფრო მეტიც, თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში აქტივის გაყინვის საბაბად ეგრეთ წოდებულ სანქციებს იყენებენ, მაგრამ არასოდეს არავის უთქვამს, კონკრეტულად რომელი რუსული ინტერესი გაატარა საქართველოში მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ოჯახის წევრებს, მეუღლესა და შვილებს წარმოუდგენლად უხეში ფორმებით შეუჩერეს პირად აქტივზე წვდომა. იგივე აბსურდული მიზეზით ოჯახის წევრების დასანქცირება "დიპ სტეიტისთვისაც" კი ღრმად არასერიოზული იქნებოდა, ამიტომ მიზეზების ძებნისთვის თავი არ შეიწუხეს და ასე, უბრალოდ, უსაფუძვლოდ, ახსნის გარეშე აქტივზე წვდომა შეუჩერეს.
სწორედ ამ მავნებლური, უსამართლო და ყაჩაღური დამოკიდებულების გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილს არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება. უფრო მეტიც, ვინც მას არარსებული რუსული ინტერესების გატარებას აბრალებდა და ამისათვის სანქციები დააწესა, დღეს თავად სხედან რუსეთთან ერთ მაგიდაზე და ომის დასრულების გეგმებს განიხილავენ. გავა კიდევ რამდენიმე კვირა და დიდი ალბათობით, ამერიკის შეერთებული შტატები თავად აღადგენს რუსეთის ფედერაციასთან ყველანაირ ურთიერთობას, მათ შორის პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებს, ამის შემდგომ კი კიდევ უფრო კომიკური გახდება აშშ-ს წინა ადმინისტრაციის სანქციები და ამ გადაწყვეტილების დასაბუთება — "რუსული ინტერესის" გატარება.
არც ისაა გამორიცხული, რომ ამ კომიკურობის გამოსარიცხად ბიძინა ივანიშვილს მართლაც მოუხსნან ამერიკული სანქციები, მით უმეტეს, რომ მოქმედმა ადმინისტრაციამ რამდენიმე შემთხვევაში გადახედა პოლიტიკური დასჯის მექანიზმად გამოყენებულ სანქციებს, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეა — თუ არაფორმალური მმართველების (დიპ სტეიტის) მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ შანტაჟისა და ხელების გადაგრეხის პოლიტიკა გაგრძელდეს, შესაძლოა ამერიკულის ნაცვლად ბრიტანული სანქციები გამოიყენონ. ეს ერთი სხეულის ორი ხელია და რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ვამბობთ, რომ იქამდე, სანამ გრძელდება მსგავსი უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის მიმართ, არანაირი სამართლებრივი გამარჯვება შედეგის მომტანი არ იქნება.
დაბოლოს, მნიშვნელოვანი განმარტება ადგილობრივი ოპოზიციისა და მათი მედიის "სიხარულზე", რომ თითქოს ახალი სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს — ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთ აქვს ორი სახის აქტივი. 1 — ლონდონის უზენაეს სასამართლოში მოგებული თანხა 2 — ოჯახის წევრების აქტივი შვეიცარიის ბანკ "ჯულიუს ბაერში". ორივე აქტივზე როგორც ბატონ ივანიშვილს, ასევე ოჯახის წევრებს სრულად აქვთ წვდომა შეზღუდული. თუ რაიმეს დასანქცირება, შეჩერება და შეფერხება შეეძლოთ, ყველაფერი დაასანქცირეს, შეაჩერეს და შეაფერხეს. იმის იქით, რაც გინდა სანქციები დააწესონ, არაფერი შეიცვლება. მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილიც და მისი ოჯახიც ღიად ამბობს, რომ ამ აქტივებზე ყაჩაღურად შეზღუდული წვდომის მიუხედავად აგრძელებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე საქველმოქმედო საქმიანობას და არანაირი მოლოდინი თანხების დაბრუნების არ აქვთ. ამრიგად, უსამშობლო აგენტურის სიხარული სასაცილოა, ხოლო მათი საუბარი დამატებით სანქციებზე სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული საკვების გადაგდება რამდენიმე ასეული რადიკალი სექტანტისთვის', — წერს თემო წიქვაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები