პაპუაშვილის თქმით, ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ", რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ონლაინმედიებს ფული საქართველოში "კრიპტოვალუტით და ჩემოდნებით ჩამოაქვთ, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნება".
მისივე თქმით, ონლაინმედიები იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ "ყველაფერზე ყურადღებაა მისაქცევი".
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ბრიუსელმაც, სტოკჰოლმმაც და სხვა დედაქალაქებმაც პატივი უნდა სცენ საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან კრიპტოვალუტებით და ჩემოდნებით ფულის ტრიალს".
"როცა საუბარია ონლაინ მედიაზე, ეს არის ერთი დიდი აფერა, თითქოს ესენი არიან მედია ორგანიზაციები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი ენჯეოები, რომლებსაც აქვთ ვებგვერდი და ინტენსიურად აქვეყნებენ რაღაცას ვებგვერდზე. თავისი ფილოსოფიით, მოწყობით, სტანდარტით, არიან ვებგვერდიანი ენჯეოები, ვინაიდან არანაირი ჟურნალისტური სტანდარტი მათთვის არ არსებობს. მიკროფონიანი ენჯეოები არიან.
არავითარი სხვაობა არ არის მათ დამოკიდებულებაში, მათ სტანდარტებში. რით განასხვავებთ "პუბლიკას" "საერთაშორისო გამჭვირვალობისგან"? რა რის მათ შორის სხვაობა? არაფერი სხვაობა არ არის. ეს არის მიკროფონიანი "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელიც უფრო მეტ სტატიას დებს თავის ვებგვერდზე, ვიდრე საერთაშორისო გამჭვირვალობა. ნუ იტყვიან, რომ არიან ჟურნალისტები. ვინაიდან ჟურნალისტიკა გულისხმობს ამბების მიუკერძოებლად გაშუქებას და არა ამბების შექმნას.
[…] ამიტომაც არ არიან მედია, რომ მალავენ თავის დაფინანსებას. თქვენდ მაგალითად, ასაჯაროებთ "ტვ პირველი", "ფორმულა" ყველა ტელევიზიები კომუნიკაციების კომისიაში ასაჯაროებთ თქვენს დაფინანსებებს. იმიტომ, რომ მაყურებელმა იცოდეს, შეიძლება რამე ფინანსური ინტერესები დგას ამ მედიის უკან. გახსენით ნებისმიერი ე.წ. ონლაინ მედიების ვებგვერდი და ნახეთ ვინ აფინანსებთ? მალავენ თავის დამფინანსებლებს. იმიტომ არიან ჩვეულებრივი ბრიუსელის დაქირავებული პროპაგანდისტები, რომელიც ემსახურებიან ბრიუსელისთვის სასარგებლო ნარატივის დამკვიდრებას. სხვათა შორის ბრიუსელს დაქირავებული ჰყავს არა მხოლოდ ეს ე.წ. ეს ონლაინ მედიები, არამედ რადიო თავისუფლება.
...ვხედავთ ჩვენ, არის მცდელობა, რომ გვერდი აუარონ საქართველოს კანონმდებლობას. აი, ის ხალხი — ბრიუსელი ცდილობს, გვერდის ავლას, ჩვენ რომ გვეუბნება გვერდი არ აუაროთ რუსეთის მიმართ ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს და შეზღუდვებსო და ჩვენს კანონმდებლობას გვერდი უნდა აუარონ თურმე, ესტონეთში უნდა ჩარიცხონ ფული, ჩემოდნებით უნდა ატარონ ფული, რაღაც კრიპტოვალუტები უნდა რიცხონ და ამხელა კრიმინალური ენერგიაა ჩადებული, რომ მიდიან სისხლის სამართლის დანაშაულზე, კანონის დარღვევაზე, გადასახადების დამალვაზე სხვა სახის დანაშაულებზე მიდიან. საქმე იმაშია, რომ ეს დონორები უბიძგებენ აქ ადგილზე არსებულ ორგანიზაციებს დაარღვიონ კანონი.
[...] გამჭვირვალობის კანონზე უკვე ვიცით დადასტურებულად, რომ მათი ნაბიძგებია, რომ არ დარეგისტრირდნენ. ვინც დარეგისტრირდა მერე იმას ფულს არ აძლევენ. იგონებენ სქემებს, როგორ აუარონ გვერდი საქართველოს კანონმდებლობას და ამ სქემის ნაწილი არის სისხლის სამართლის შეზღუდვების დარღვევა, როცა ფული არადეკლარირებულად მოძრაობს საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყურადღება არის მისაქცევი ამ ყველაფერზე. ჩვენი კომპეტენცია არ არის, ვისი კომპეტენციაც არის, ის აკვირდება ამ პროცესებს. სადაც ნახავს დანაშაულის ნიშნებს, იქ შესაბამისი რეაგირება იქნება.
რა რა და მე მგონი არსებულ სამართალდამცავ უწყებებს დღევანდელი შემადგენლობით და ხელმძღვანელობით ერთი პრეტენზია არ ეთქმით იმასთან დაკავშირებით, რომ ერიდებიან ვინმეს მიმართ პასუხისმგებლობის დაყენებას. არავის მიმართ არ ერიდებიან. არის საქართველოს კანონმდებლობა და კეთილი ინებოს ყველამ, ბრიუსელმაც, სტოკჰოლმმაც და სხვა დედაქალაქმაც, პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას და შეეშვან კრიპტოვალუტებით და ჩემოდნებით ფულის ტრიალს", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები