ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
ფოტო: NEWS.On.ge
დღეს, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც თავიანთი მოთხოვნები გააჟღერეს. მათი განმარტებით, მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლება და 2000-მდე უკანონოდ დაკავებული მაღაროელის სამსახურში დაბრუნებაა.
"დღევანდელი ჩვენი მოთხოვნაა უსამართლოდ დაკავებული ოთხი მაღაროელი აუცილებლად გათავისუფლდეს, რადგან არ არსებობს არანაირი ფაქტი მათ წინააღმდეგ. ასევე საქართველოში არსებობს ზოგადად ის უკანონობა, პოლიტპატიმრები, უკანონოდ დაკავებული ადამიანები. ჭიათურა არ არის გამონაკლისი და გამოკვეთილი. მთელ საქართველოშია იგივე პრობლემა. ასევე, უსამართლოს გათავისუფლებული მაღაროელები —2000-მდე მაღაროელზეა საუბარი, რომლებიც კომპანიამ უკანონო რეორგანიზაციის შედეგად გაუშვა სახლებში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ სამუშაო ადგილზე თუ უნდათ, რომ ჭიათურა არსებობდეს და იყოს როგორც ქალაქი. აი, ეს არის მოთხოვნები და კიდევ დანარჩენი დეტალები, რაც შეიძლება აქციაზე გავაჟღეროთ", — განაცხადა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ NEWS.On.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ოფიციალური განცხადებით მიმართვას არ აპირებენ, რადგან ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა მათ "რადიკალები" უწოდა და შესაბამისად, არ აქვთ იმედი, რომ მათთის მიმართვა შედეგიანი იქნება.
"არ გვაქვს იმედი, რომ რამენაირად ან განცხადებით მივმართოთ, ან რაღაც ოფიციალური მიმართვა გავაკეთოთ წერილობითი, რადგან არ გვაქვს იმედი, რომ რამე გამოხმაურება და შედეგი მოჰყვება, რადგან ადამიანმა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად არის წოდებული პირდაპირ რადიკალები გვიწოდა", — თქვა ტარიელ მიქაცაძემ.
მისივე განმარტებით, მაღაროელების თბილისში ჩამოსვლის მიზანი პატიმრებისა და ჭათურელების მდგომარეობის სრულიად საქართველოსთვის გაცნობა და სხვა უკანონოდ დაკავებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაა. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს და მის "ზურგში მყოფი ადამიანების კორუფციასა და მიკერძოებულობაში მხილება, რაც ჭიათურის წინააღმდეგ ჩაიდინეს."
"ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანია არსებული მდგომარეობა გავაცნოთ სრულიად საქართველოს, როგორც პატიმრების, ასევე ჭიათურის მდგომარეობა; სოლიდარობა გამოვუცხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულები და ვამხილოთ ჯანდაცვის სამინისტრო და მის ზურგში მყოფი ადამიანები იმ კორუფციაში და მიკერძოებულობაში, რაც ჭიათურის წინააღმდეგ ჩაიდინეს", — განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
ცნობისთვის, 4 დაკავებულ მაღაროელი — მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 28 აპრილის ღამეს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, როდესაც პროტესტის მონაწილეები და შუქრუთის მაღაროს დირექტორი, თენგიზ კობერიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრალდებულებს სწორედ თენგიზ კობერიძეზე ფიზიკურ თავდასხმას ედავებიან.
ბრალდებულებიდან ორს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო ორს — 6-დან 9 წლამდე.
- დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ
- "ჩაატარებენ არჩევნებს, მოგვისჯიან სასჯელს და როცა გაინაღდებენ სკამებს, უფრო მეტ რეპრესიებს დაიწყებენ" — მაღაროელ მერაბ სარალიძის წერილი ციხიდან
- მაღაროელმა მირაზა ლოლაძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
- 3 ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
- ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ
- SJC Chiatura Management Company-ის მოუწოდებს, შეწყვიტოს რეორგანიზაცია და უკანონო გათავისუფლებები
- "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვა — მაღაროელები პროტესტს აგრძელებენ
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები