5 მარტივი ჩვევა, რომელიც თავს უფრო ჯანმრთელად გაგრძნობინებს
ფოტო: Pixabay
ერთხელ მაინც ყველას გადაგვიწყვეტია ორშაბათიდან ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლა: მკაცრი დიეტა, სპორტდარბაზში ვარჯიში, შაქრის რაციონიდან სრულად გაქრობა ან იოგა, ცურვა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება — რომელიმე ერთი ან რამდენიმე ერთადაც კი.
მოკლედ, ცხოვრების ძირფესვიანად ამოტრიალება დაგვიგეგმავს და წარმატებაზე ხშირად მარცხი განგვიცდია.
არადა, მცირე, მაგრამ განმეორებით ჩვევებს უფრო სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენ ჯანმრთელობაზე. ეს ჩვევები, როგორც წესი, იმდენად ცოტა ძალისხმევას მოითხოვს, რომ ტვინის ავტომატური წინააღმდეგობა ცვლილებების მიმართ, არ ირთვება და მათი შესრულებაც ბევრად მარტივია.
დღეს 5 ასეთ მარტივ რჩევას გაგიზიარებთ, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ბევრად უფრო ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.
1. დაიწყეთ დღე წყლის დალევით
გაღვიძებისას, პირველი ფინჯანი ყავის მომზადებამდე, ერთ ჭიქა წყალს თუ დალევთ, ორგანიზმს დაეხმარებით ძილის დროს დაკარგული სითხის აღდგენაში — ღამით სხეული მცირე დეჰიდრატაციას განიცდის.
ამით ხელს შეუწყობთ კოგნიტურ ფუნქციას და მეტაბოლიზმსაც გაიძლიერებთ; ნაკლებად იგრძნობთ დაღლასაც.
ფოტო: Tenor
ჩვევის დანერგვა ყოველდღიურობაში უფრო მარტივად რომ შეძლოთ, დაძინებამდე ლოგინთან ახლოს წყლით სავსე ჭიქა ან ბოთლი დაიდგით.
2. იმოძრავეთ ყოველ საათში - თუნდაც, 2 წუთით
მაშინაც კი, თუ რეგულარულად ვარჯიშობთ სპორტდარბაზში, დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა უამრავ საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას — ანელებს სისხლის მიმოქცევას, ართულებს კონცენტრაციას, ზრდის ანთების რისკს.
სულ მცირე ფიზიკური აქტივობით, მაგალითად: გაჭიმვებით, ადგომით და წყლის შესავსებად გასვლით — სისხლის მიმოქცევას დაეხმარებით, რაც ტვინში ჟანგბადის მიწოდებას აადვილებს.
მთავარი რჩევაა, რომ ამ აქტივობას ვარჯიში არ დაარქვათ.
3. გაამრავალფეროვნეთ საჭმელი ბოსტნეულით
თუ კვების რაციონის მკაცრ კონტროლს ვერ ახერხებთ და შეზღუდვები თქვენზეც პირიქით მუშაობს, ეცადეთ, რომ ამოღების ნაცვლად, დაამატოთ.
ყველა ჭამის დროს ბოსტნეულიც ჩართეთ რაციონში — ის ბოჭკოს, ფიტოქიმიკატების და მიკროელემენტების კარგი წყაროა.
მაგალითად, თქვენი საყვარელი პასტა ისპანახთან ერთად მოამზადეთ ან ხემსად სტაფილო, კიტრი და ჰუმუსი მიირთვით.
4. დასვენება აქციეთ პრიორიტეტად
ძილი ფუფუნება არ უნდა იყოს — ის ორგანიზმისთვის აღდგენის საშუალებაა.
გახსოვდეთ, რომ საშუალოდ 8 საათიანი გამოძინებით მეხსიერებას ეხმარებით, ჰორმონალური ბალანსის დაცვასაც და იუმჯობესებთ ემოციურ მდგომარეობას.
ფოტო: Giphy
5. შეანელეთ სუნთქვა
დაღლილი და დასტრესილი ორგანიზმი, თავის დასაცავად, ხშირად ბრძოლის ან გაქცევის რეჟიმზე გადადის. ასეთ დროს, ნელი სუნთქვით, კორტიზოლის დონეს შეამცირებთ და გულისცემასაც დაირეგულირებთ.
თუ ამ ხუთი რჩევიდან რამდენიმეს მაინც გაითვალისწინებთ და ჩვევად აქცევთ, უამრავ სიკეთეს მოუტანთ საკუთარ თავს და ჯანმრთელობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები