საქართველოს ბანკი Step Energy-სთან პარტნიორობით რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც გარემოს დაცვასა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკმა Step Energy-სთან პარტნიორობით, საქართველოს ბანკის ფილიალების მზის ელექტროსადგურებში გამომუშავებული ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყო.
Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს 2020 წლიდან სთავაზობს მწვანე ენერგიის ელექტროსადგურების განვითარებას. ბრენდმა, თავდაპირველად, როგორც მზის ენერგიის კომპანიამ, ბაზარს განახლებადი მზის ენერგია შესთავაზა. ახლა კი მომხმარებელს ენერგიის დამაგროვებლების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობასა და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებასაც სთავაზობს.
“საქართველოს ბანკთან ერთად პროექტი 2025 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა და პარტნიორი კომპანიისთვის, ამ შემთხვევაში საქართველოს ბანკისთვის, წლიურად დაახლოებით 4,400,000 კვტ.სთ ენერგიის მიწოდებას გულისხმობს. უშუალოდ Step Energy-სთან პარტნიორობით მიღებული ენერგია რეგიონებში საქართველოს ბანკის ფილიალების ელექტროენერგიის მოხმარების 51%-ს დაფარავს. ჩვენ განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს და კარგად ვიცით პროექტების წარმოების მთელი ციკლი. როგორც EPC კომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ პროცესში — დაპროექტებიდან შესრულებამდე. Step Energy მჭიდროდ თანამშრომლობს ინვესტორებთან და პარტნიორებთან მაღალპროდუქტიული მზის ელექტროსადგურებისა და ენერგიის დამაგროვებლების პროექტირებისა და მშენებლობის ეტაპებზე საქართველოსა და რეგიონში“, — აცხადებს Step Energy -ს თანადამფუძნებელი, მარკ სანდლერი.
"საქართველოს ბანკის როლი გარემოს დაცვის საკითხში ძალიან დიდია. აღნიშნული პროექტი ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ვმოქმედებთ პასუხისმგებლობით, როგორც საოპერაციო საქმიანობის, რაც გულისხმობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ასევე მწვანე დაფინანსების გზით. განახლებადი ენერგიის მოხმარებით, ჩვენ აქტიურად ვამცირებთ სათბური აირების ემისიებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს გადაწყვეტილება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ხედვასთან — შევამციროთ გარემოზე უარყოფითი გავლენა, ვიყოთ მაგალითი სხვა ორგანიზაციებისთვის და ეფექტიანად ვუპასუხოთ მომავლის გამოწვევებს“, — აცხადებს ლიზი შუბითიძე, საქართველოს ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერი.
“Step Energy-სთან პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბანკის ოპერაციული მდგრადობის გაძლიერებასთან. რეგიონულ ფილიალებში უწყვეტი და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებად ენერგიაზე გადასვლა ნიშნავს, არა მხოლოდ ნახშირბადის კვალის შემცირებას, არამედ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაციას. ეს პროექტი თანამედროვე ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ჩვენს არსებულ ინფრასტრუქტურაში წარმატებული ინტეგრაციის ნათელი მაგალითია და საფუძველს უყრის მომავალში განახლებადი ენერგიის წყაროების კიდევ უფრო ფართოდ დანერგვას ჩვენს ქსელში“, — აცხადებს გიორგი დვალიძე, საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურის მართვის დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს ბანკი ESG ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს, რადგან მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის წყაროებზე სრულად გადასვლას. მწვანე დაფინანსების, ენერგოეფექტურობისა თუ ნარჩენების მართვის გზით კი საქართველოს ბანკი ბაზარზე ლიდერულ პოზიციებს ინარჩუნებს.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს საქართველოს ბანკის მწვანე პორტფელის მოცულობამ 1,024 მილიონი ლარი შეადგინა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები