არხის მწვანედ შეღებვის გამო, გრეტა თუნბერგი ვენეციიდან გააძევეს
ფოტო: Reuters
შვედ გარემოსდამცველ აქტივისტს, გრეტა თუნბერგს, ვენეციაში შესვლა დროებით აეკრძალა. თუნბერგი ქალაქიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც ეკოაქტივისტებმა დიდი არხი პროტესტის ნიშნად მწვანედ შეღებეს.
ჯგუფმა Extinction Rebellion მდინარეები და შადრევნები გარემოსთვის არასაზიანო საშუალებით მწვანედ შეღება იტალიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, მილანში, პალერმოსა და ბოლონიაში. წითელ მოსასხამებში გამოწყობილმა აქტივისტებმა ვენეციის არხის ხიდზე ბანერიც გადმოფინეს წარწერით "შეწყვიტეთ ეკოციდი". მათი თქმით, ამ საპროტესტო ნაბიჯის მიზანი "კლიმატის კრიზისის მასშტაბური შედეგების" საზოგადოებისთვის შეხსენება იყო და თემატურად ეძღვნებოდა კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც გაეროს ორგანიზებით გაიმართა ბრაზილიაში. Extinction Rebellion-მა მწვავედ გააკრიტიკა იტალიის მთავრობა, რომელიც კონფერენციაზე შემუშავებული ზომების მიღებას ეწინააღმდეგება.
ფოტო: Reuters
რაც შეეხება თუნბერგს, მას არხების ქალაქში შესვლა 48 საათით აეკრძალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იგი ათობით სხვა აქტივისტთან ერთად დაჯარიმდა კიდეც $172-ით. თუნბერგი, რომელმაც ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა ორჯერ სცადა, წინა თვეში ისრაელმა ისევ დააკავა და შვედეთში დააბრუნა.
ფოტო: Extinction Rebellion / Shutterstock
ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა, ლუკა ძაიამ, ვენეციაში აქტივისტების ქმედება დაგმო და მას ისტორიული ქალაქისთვის დამაზიანებელი უწოდა.
"ვანდალიზმით გარემოს ვერ დაიცავ", — დაწერა ძაიამ სოციალურ ქსელში, — "ასეთი ქმედებები აზიანებს ვენეციას, საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს და, რაც უნდა პარადოქსული აღმოჩნდეს, მეტად აბინძურებს გარემოს".
ვენეციის მწვანედ შეღებილი არხი
ფოტო: Reuters
გარემოსდამცველი აქტივისტების საპროტესტო ქმედებები ბოლო წლებში არაერთხელ შეფასებულა ვანდალიზმად. 2022 წლის ზაფხულში ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს — მათ შორის, ვან გოგის მზესუმზირებს ლონდონში და მონეს ტილოს გერმანიაში — რამდენჯერმე შეასხეს კონსერვირებული საკვები. აქტივისტებმა ნიდერლანდებში ხელებიც მიიწებეს იან ვერმეერის ცნობილ ნახატზე, გოგო მარგალიტის საყურით. მსგავსი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და გალერეებში მოგვიანებითაც განმეორდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები