საჯარო მოსამსახურე ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს და ხალხს, ანაზღაურებასაც იღებს ხალხის გადასახადებისგან — "კონსტიტუციის 78-ე მუხლი" მარიამ ლაშხს
"კონსტიტუციის 78-ე მუხლი" ეხმაურება ოცნების პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხის კომენტარს "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან" თანამშრომლების ნაწილი გათავისუფლების შესახებ. მარიამ ლაშხმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას თქვა, რომ "თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ არის რუსი ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს".
"კონსტიტუციის 78-ე მუხლი" მარიამ ლაშხს მოუწოდებს, "პატივი სცეს საჯარო სექტორს და ახსენებს, რომ საჯარო მოსამსახურე ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს და ხალხს, ანაზღაურებასაც იღებს ხალხის გადასახადებისგან".
"კონსტიტუციის 78-ე მუხლის" მიერ გავრცელებულ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტია ქართული ოცნების წევრის, მარიამ ლაშხის განცხადებას, რომელიც ამავდროულად იკავებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას.
მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, სადაც ჟურნალისტი მას კითხვას უსვამს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თაობაზე, მარიამ ლაშხი დაუფარავად ამბობს: "თუ ვინმეს აქვს, ზოგადად ვიძახი, იმის განცდა, რომ არის რუსი ხელისუფალი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს".
გარდა იმისა, რომ მთელი მისი კომენტარი ირიბად ადასტურებს თანამშრომლების გათავისუფლების რეალურ მიზეზს, რომელიც აქაც შეფუთულია რეორგანიზაციით, მარიამ ლაშხი ამახინჯებს რეალობას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოების ნაწილი, როცა ამბობს, რომ რომელიმე საჯარო მოსამსახურე ხელფასს იღებს ხელისუფლებისგან.
ყველა საჯარო მოსამსახურე, საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი ანაზღაურებას იღებს ბიუჯეტიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეების გადასახადებით ივსება. მეტიც — არა მარტო შემოწირულობებით არსებობენ, არამედ ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას თვითონ პოლიტიკური პარტიებიც. შესაბამისად, არათუ ვინმეს რამეს უხდის ქართული ოცნება, რომელსაც აქვს პრეტენზია, ხელისუფლებად იწოდებოდეს, არამედ პირიქით, მას ბიუჯეტიდან ერიცხება დაფინანსება.
მარიამ ლაშხს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საჯარო სექტორს და შევახსენებთ, რომ საჯარო მოსამსახურე ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს და ხალხს, ანაზღაურებასაც იღებს ხალხის გადასახადებისგან, ასევე, აქვს უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს საკუთარი აზრი, მათ შორის ნებისმიერ პარტიასთან დაკავშირებით, ასევე მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. ქართული ოცნება კი საჯარო სექტორის მხრიდან აღიარებულია როგორც საჯარო სამსახურის დამანგრეველი და მასობრივი რეპრესიების განმახორციელებელი პოლიტიკური ძალა”, — წერია "კონსტიტუციის 78-ე მუხლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები