118 ყოფილი დიპლომატი: ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია “ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ
"ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია ქართულმა ოცნებამ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და შესაბამისად, შეაფერხა ქვეყნის პროგრესი და განვითარება", — ნათქვამია 118 ყოფილი დიპლომატის განცხადებაში. ისინი მიმართავენ პარტნიორებს და მეგობრებს, "შეინარჩუნონ საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა".
დიპლომატები წერე, რომ "დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუეა, თითქოს ვინმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ, სუვერენიტეტის დათმობას ან "მეორე ფრონტის" გახსნას სთხოვდა საქართველოს.
ყოფილი დიპლომატების განცხადებას სრულად გთავაზობთ:
"ერთი წელი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებიდან. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტია “ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ და შესაბამისად, შეაფერხა ქვეყნის პროგრესი და განვითარება. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის სუვერენიტეტის გაძლიერების, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის დაცვისა და მშვიდობიანი მომავლის უზრუნველყოფის გზა. საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში, ასევე, არის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი ფორმით აღდგენის ერთადერთი საშუალება.
2022 წელს რუსეთის მიერ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის, წინააღმდეგ გაჩაღებულმა სრულმასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რომელიც წარმოადგენს საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას, რადიკალურად შეცვალა გეოპოლიტიკური გარემო, რამაც საქართველოს მისცა ისტორიული შანსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის ნათელი დასტური იყო ორი წლის წინ საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა.
დეზინფორმაცია და მტკნარი სიცრუეა, თითქოს ვინმე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელების სანაცვლოდ, სუვერენიტეტის დათმობას ან "მეორე ფრონტის" გახსნას სთხოვდა საქართველოს. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებით აღებული ვალდებულებები დაკავშირებული იყო, მათ შორის, კანონის უზენაესობის განმტკიცებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასთან, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან, კორუფციის აღმოფხვრასთან და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების პატივისცემასთან. ეს კრიტერიუმები იდენტურია ევროკავშირის ნებისმიერი კანდიდატი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამ პირობების შესრულებაზე მიზანმიმართულად თქვა უარი “ქართულმა ოცნებამ“ და შეაჩერა სვლა ევროპული მომავლისკენ. ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს მოსახლეობას შეუზღუდა წვდომა ინტეგრაციული პროცესის თანმხლებ სიკეთეებზე და რისკის ქვეშ დააყენა ყველა მნიშვნელოვანი მონაპოვარი, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
დღეს საქართველოში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ანტი-დასავლური განწყობების წახალისება და სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციის მცდელობა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოები მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე იყო. ყველაზე რთულ წლებში პარტნიორები და ნამდვილი მეგობრები გვეხმარებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებაში. მათ მხარდაჭერაზე იყო დაფუძნებული 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მძიმე შედეგების დაძლევა, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღემდე რჩება ერთადერთ საერთაშორისო მექანიზმად საოკუპაციო ხაზთან. აშშ-სა და ევროკავშირის აქტიური ჩართულობით წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა. ამ ფონზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და რუსეთს შორის პარალელების გავლება, ან ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან გაიგივება, აბსურდული და ამორალურია.
საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული საფრთხეების გამოყენებით, რუსეთი წლებია ცდილობს ჩვენი ქვეყნის ევროპული იდენტობის შეცვლას, დასავლური სამყაროსგან ჩვენს იზოლირებას და ნეიტრალიტეტის იდეით მანიპულირებას. საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, სწორედ იზოლაციონიზმისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რაც გამოიხატება ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან კონფრონტაციით. ეს ტენდენცია არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკას აზიანებს, არამედ უშუალოდ ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საქართველო პრაქტიკულად მარტო რჩება რუსული საფრთხის წინაშე. შესაბამისად, როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას არ აქვს რეალური ალტერნატივა.
უკანასკნელ პერიოდში მიღებულმა რეპრესიულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, გამოხატვის თავისუფლებაზე განხორციელებულმა შეტევებმა, განსხვავებული აზრის დევნამ, მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობის მცდელობებმა და პოლიტპატიმრების რაოდენობის ყოველდღიურმა ზრდამ, კიდევ უფრო გააღრმავა საქართველოს დისტანცირება ევროპული ოჯახისგან და მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის რეპუტაციას.
ცალსახაა, რომ დღეს ქართული ოცნების მიერ გატარებული საგარეო-პოლიტიკური კურსი სრულიად არის აცდენილი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებს და ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან, ცივილიზაციურ არჩევანს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ვითარებაში უაღრესად ძნელია მომავლის პერსპექტივაზე საუბარი, გვჯერა რომ ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, საქართველო სწორედ თავისუფალი სამყაროს განუყოფელ წევრად იქნება მოაზრებული.
მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს შეინარჩუნონ საქართველოს საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში, გაითვალისწინონ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნება და გააგრძელონ ჩვენი თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა.
დარწმუნებული ვართ, რომ შეუქცევადია საქართველოს მისწრაფება დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპულ ოჯახში", — აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს:
აბულაშვილი მაია
აკობია ეკა
არბოლიშვილი მარიამ
აქუბარდია სალომე
ბააკაშვილი ნინო
ბადრიძე გიორგი
ბაზერაშვილი დავით
ბაიკოვა ვიქტორია
ბალავაძე თათა
ბალავაძე ნინო
ბასილაია თეიმურაზი
ბაღათურია მაია
ბაღბაია ანნა
ბენია მეგი
ბერძენიშვილი ოთარ
ბუაჩიძე გიორგი
ბუჯიაშვილი დავით
გაბაშვილი კოტე
გაბრიჭიძე ანი
გამყრელიძე მამუკა
გაფრინდაშვილი პაატა
გეგიძე ფიქრია
გვარამია ვაჟა
გიგიაძე გიგი
გოგიტიძე ნიკოლოზ
გოგიტიძე ჯემალ
გოგოლაშვილი ქეთევან
გოგოლაშვილი კახა
გოგოლაძე ალექსანდრე
გორდაძე თორნიკე
გუგუნავა გიორგი
გუტაშვილი ივანე
დათიაშვილი შალვა
დარჩიაშვილი მიხეილ
დვალი აკაკი
დობორჯგინიძე ანა
დონდუა დავით
ერისთავი ზურაბ
ვაშაკიძე მერაბ
ვაჭარაძე მარიკა
ვეკუა ირაკლი
თაბუკაშვილი თინათინ
იაკობაშვილი თემურ
იანტბელიძე ერეკლე
კაკულია თამარ
კაპანაძე სერგი
კაჭარავა გიორგი
კვაჭაძე ზურაბ
კოპლატაძე ირაკლი
კუპრაძე სოფიო
ლაითაძე ირაკლი
ლებანიძე ტარიელ
ლოლომაძე თიკო
ლორთქიფანიძე ეკატერინე
მაგრაქველიძე გრიგოლ
მაისაია მარიამ
მაისურაძე თეა
მარჩილაშვილი ელენე
მგალობლიშვილი გეგა
მეგრელიშვილი ეკატერინე
მედულაშვილი თამარ
მესხი ბონდო
მეტრეველი ლევან
მიქელაძე მალხაზ
მუჩაიძე გიორგი
ნარდაია დავით
ორჯონიკიძე მარიამ
პეტრიაშვილი ალექსი
ჟღენტი ქრისტინე
რაქვიაშვილი დავით
რაქვიაშვილი მარიკა
რთველიაშვილი ნიკოლოზ
რობაქიძე გიორგი
რუბაშვილი ვასილ
საბანაძე ნატალია
სეხნიაშვილი გელა
სირაძე-დელონე ეკატერინე
სიხარულიძე დავით
სოლომონია დავით
სუდაძე არჩილ
სურამელაშვილი გიორგი
სუყაშვილი თემო
სპირანდი ოლღა
ფარულავა თორნიკე
ფარჯიანი ზურაბ
ფიფია ნინო
ფრუიძე ქეთევან
ქავთარაძე კოტე
ქარჩავა თეა
ქუთელია ბათუ
ქობელაშვილი გიორგი
ქორიძე ნატა
ღვინერია შოთა
ყამარაული ნინო
ყანჩაველი ინგა
ყარალაშვილი გიორგი
ყველაშვილი გიორგი
ყიფიანი ალექსანდრე
შაიშმელაშვილი ანა
შაფაქიძე სალომე
ჩაჩავა ნინო
ჩიტალაძე ანა
ჩხეიძე დავით
ცანავა ანა
ცისკარაშვილი შალვა
ციხელაშვილი მამუკა
წიქარიშვილი გიორგი
წოწონავა უჩა
ჭუმბურიძე ზვიად
ჭუმბურიძე თენგიზ
ხარატიშვილი ნიკოლოზ
ჯავახიშვილი ბიძინა
ჯავახიშვილი გოჩა
ჯალაღონია ლანა
ჯანაშია თეა
ჯანელიძე მიხეილ
ჯანჯალია თეიმურაზ
ჯაფარიძე გია
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები