TI: პროტესტის 1-წლიან პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული
პროტესტის ერთწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, დაშინების, მუქარის, შევიწროების, დევნისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით ხელშეშლის 400-მდე საჯაროდ დაფიქსირებული შემთხვევაა აღრიცხული, — ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI) ავრცელებს.
მათი ცნობით, აქედან მათგან 300-მდე მიმდინარე წელს, 100-მდე კი - 2024 წლის ბოლო 1 თვეში.
TI ავრცელებს დოკუმენტს, რომელშიც პროტესტის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ დანაშაულებს მიმოიხილავს:
"ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე:
ერთწლიანი უწყვეტი საპროტესტო აქციების გაშუქებისას, მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმების, ცრემლსადენი აირის სპრეისა და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად, მძიმედ დაშავდა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა ათეულობით ჟურნალისტსა და ოპერატორს. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათ დაშინებას, დამცირებასა და დისკრედიტაციას. გარდა ამისა, საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ტექნიკა დაუზიანეს ან/და ჩამოართვეს არაერთ ჟურნალისტს.
ამ მხრივ, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც პირდაპირ ეთერში მომუშავე ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ე.წ. "ტიტუშკები" და სამართალდამცველები განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. მაგალითად, 2024 წლის მიწურულს, პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ "ტელეკომპანია პირველის" ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს. ასევე პირდაპირ ეთერში, სპეცრაზმელის მიერ მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად, თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, გურამ როგავა. მას ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსის გავლა დასჭირდა.
საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არცერთი შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის და არც დამნაშავე პირები არიან პასუხისგებაში მიცემულნი. მსგავსი დანაშაულებისადმი სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან აშკარა გულგრილობა, ამყარებს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, ჯეროვანი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა "ქართული ოცნების" ხელისუფლების ინტერესში არ არის და ეს კანონგარეშე ქმედებები სწორედ ხელისუფლების ორგანიზებული იყო.
ჟურნალისტების უკანონო დაკავება
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით საგანგაშო ტენდენციად იქცა ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების უკანონო დაკავება, რომელთა რიცხვმაც შემაშფოთებელ ნიშნულს მიაღწია. მხოლოდ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მედიის 26 წარმომადგენელი დააკავეს, მათგან ნახევარზე მეტი, ბოლო 1 თვეში ადმინისტრაციული წესით - ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით. განსაკუთრებით საგანგაშოა 2025 წლის იანვარში, ონლაინგამოცემების -— "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლებრივი წესით უკანონოდ დაკავება და მისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯა. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში ამაღლობელს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეერყა. უფლებადამცველების განცხადებით, მისი მხედველობა "საგანგაშო ნიშნულზეა". ჟურნალისტების მასობრივი დაკავება და მათი ამ ფორმით დევნა "ქართული ოცნების" იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და სრულად გაქრობაა.
ჟურნალისტების უკანონო დაჯარიმება
კიდევ ერთი მავნე ტენდენცია, რაც ერთწლიანი საპროტესტო ციკლის პერიოდში გამოვლინდა, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, მედიის წარმომადგენლების ე.წ. გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დაჯარიმებაა. ბოლო 1 წლის განმავლობაში, 40-მდე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. აშკარაა, რომ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის, როგორც ფაქტის უგულებელყოფა და პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის მედიის წარმომადგენლების სოლიდური თანხებით დაჯარიმება, ჟურნალისტების დაშინებისა და სულ უფრო მეტად შევიწროების მიზანს ემსახურება, რათა საბოლო ჯამში, მათთვის დამატებითი ფინანსური წნეხი პროფესიაზე უარის თქმის წინაპირობა გახდეს.
ერთწლიან უწყვეტ საპროტესტო ციკლში, კრიტიკული მედიისთვის შექმნილ მრავალმხრივ მტრულ გარემოს, თან სდევდა სხვადასხვა რეპრესიული კანონით მათი საქმიანობის კიდევ უფრო შეზღუდვაც, იქნებოდა ეს კომუნიკაციების კომისიის მაკონტროლებელი როლის კიდევ უფრო გაზრდა, მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) სარჩელები, თუ დაფინანსების წყაროების გადაკეტვა. სწორედ ფინანსური რესურსების სიმწირის გამო 2025 წელს მაუწყებლობა ვეღარ განაახლა 20-მდე რეგიონულმა მაუწყებელმა. ასევე, 2025 წლის მაისში დაიხურა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზია "მთავარი არხი". ამავე პერიოდში, არ შეწყვეტილა მმართველი გუნდის ლიდერებისა და მათი პროპაგანდისტული არხების მიერ დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიაც. მაგალითად, 23 ნოემბერს, პროსამთავრობო "იმედმა" ვრცელი მადისკრედიტებელი სიუჟეტი მიუძღვნა 20-ზე მეტ ონლაინ მედიასაშუალებასა და გამომძიებელ ჟურნალისტთა ქსელს, სადაც ისინი "უცხოური სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ქსელად" წარმოაჩინა და ქვეყანაში არეულობის წახალისებასა და ღალატში დაადანაშაულა.
მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია ერთგულად დგას ხალხის სამსახურში და სრულყოფილად ახდენს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აფასებს დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის როლსა და მნიშვნელობას ქვეყნისთვის ამ რთულ ვითარებაში და მადლობას უხდის თითოეულ მათგანს დაუღალავი შრომისა და პროფესიული საქმიანობისადმი ერთგულებისთვის. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა, რომლის მთავარი გარანტიც ხელისუფლების გავლენებისგან დამოუკიდებელი მედიაა. ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი მედია დღეს განადგურების საფრთხის წინაშეა. დამოუკიდებელი მედიის გაქრობა საბოლოოდ დაასრულებს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას და ქვეყანას დიქტატორული მმართველობის რელსებზე გადაიყვანს", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები