საქართველო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე | ყველაფერი ტურნირის შესახებ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. 27 ნოემბერს, ქართველი კალათბურთელები ჯერ თბილისში უკრაინას უმასპინძლებენ, შემდეგ კი, 30 ნოემბერს, ესპანეთს ესტუმრებიან. ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფშია წარმოდგენილი, სადაც ჯგუფიდან გასასვლელად დანიის ნაკრების წინააღმდეგაც იბრძოლებს.
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კატარი მასპინძლობს. ტურნირზე მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს (ტურნირზე ევროპის ზონიდან 12 ადგილია გამოყოფილი). საკვალიფიკაციო ეტაპი ორ რაუნდად არის დაყოფილი და ორივე მათგანი ჯგუფური სისტემით ჩატარდება.
როგორ მოვხვდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე?
პირველ რაუნდში, 24 ევროპული ნაკრები 4-გუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. თითოეული ნაკრები 6 შეხვედრას გამართავს (შინ და გასვლაზე). 1-3 პოზიციაზე გასულები მეორე რაუნდში გადაინაცვლებენ, სადაც ოთხი 6-გუნდიანი ჯგუფი ჩამოყალიბდება.
პირველი ეტაპის გამარჯვებულები მე-2 ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რაუნდში დაგროვებული ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ. ასე რომ, A ჯგუფში ჩატარებულ თითოეულ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
იმისთვის, რომ საქართველო მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვდეს, საჭიროა, რომ ჯერ A ჯგუფში საუკეთესო სამ ნაკრებს შორის მოხვდეს, შემდეგ კი მეორე რაუნდში, 6 გუნდს შორის, მინიმუმ 1-3 ადგილი დაიკავოს. ეს შედეგი კატარის საგზურს დანამდვილებით უზრუნველყოფს.
FIBA-ზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, A ჯგუფის მთავარი აუტსაიდერი დანიაა, ხოლო 1-2 პოზიცია, სავარაუდოდ, ესპანეთმა და საქართველომ უნდა გადაინაწილონ.
ვის შევხვდებით მეორე რაუნდში?
ფორმატის თანახმად, მე-2 რაუნდში ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდება:
- A და B ჯგუფების 3-3 საუკეთესო ნაკრები → I ჯგუფს ჩამოაყალიბებს
- C და D → J
- E და F → K
- G და H → L
ამ განაწილებით, გამოდის, რომ თუკი საქართველომ პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია, მორიგ შეხვედრებს B ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდთან გამართავს (შინ და გასვლაზე). ჩვენი პოტენციური მეტოქეები B ჯგუფიდან კი პორტუგალია, მონტენეგრო, საბერძნეთი და რუმინეთი არიან.
როდის გაიმართება პირველი რაუნდის შეხვედრები?
- 27 ნოემბერი, 20:50 | საქართველო v უკრაინა;
- 30 ნოემბერი, 22:45 | ესპანეთი v საქართველო;
- 27 თებერვალი | დანია v საქართველო;
- 3 მარტი | საქართველო v დანია;
- 2 ივლისი | უკრაინა v საქართველო;
- 5 ივლისი | საქართველო v ესპანეთი.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები