საქართველოს ბანკმა მწვანე შენობების გლობალური სერტიფიკატი — EDGE მიიღო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვას აგრძელებს. ბანკის სათავო ოფისმა, რომელიც ქართული არქიტექტურის უნიკალური ძეგლია, მწვანე შენობის EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) პრესტიჟული საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა. პროექტი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის — გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
GCPF ლუქსემბურგში დაფუძნებული შერეული ფინანსური რესურსების მქონე ფონდია, რომელსაც მართავს შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია responsAbility Investments AG — რომელიც წარმოადგენს ინოვაციურ საჯარო-კერძო პარტნიორობას და მისი მიზანია განვითარებად ბაზრებზე კლიმატის ცვლილების შერბილება ენერგიის მოხმარებისა და სათბურის აირების ემისიების შემცირების პროექტების დაფინანსებით.
EDGE (Excellence in Design for Greater Efficiencies) მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შემუშავებულ ინოვაციური სისტემაა. ის გლობალურად აღიარებული სტანდარტია მწვანე შენობებისთვის და მისი სერტიფიკატი ადასტურებს, რომ შენობა აკმაყოფილებს რესურსების დაზოგვის მაღალ კრიტერიუმებს ენერგიის, წყლისა და სამშენებლო მასალების ეფექტურობის კუთხით.
“ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ამ ისტორიული და არქიტექტურულად კომპლექსური შენობის მოდერნიზება ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ავთენტურობა და, იმავდროულად, დაგვენერგა უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიები. EDGE სერტიფიცირების პროცესმა მოგვცა ჩარჩო, რომლის მიხედვითაც განვახორციელეთ სისტემების განახლება და რესურსების მოხმარების ოპტიმიზაცია. შედეგად, ჩვენ არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შევამცირეთ შენობის საოპერაციო დანახარჯები და გარემოზე ზემოქმედება, არამედ შევქმენით თანამედროვე და კომფორტული სამუშაო გარემო ჩვენი თანამშრომლებისთვის. ვამაყობ ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოთი, რომელმაც ეს რთული, მაგრამ საინტერესო პროექტი წარმატებით განახორციელა“, — განაცხადა საქართველოს ბანკის ინფრასტრუქტურული ოპერაციების დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.
“საქართველოში ენერგიის საბოლოო მოხმარების დაახლოებით 40 % შენობებზე მოდის, ისინი არიან ენერგიის ყველაზე დიდი მომხმარებლები. შესაბამისად, შენობებში ენერგიისა და სხვა რესურსების დაზოგვა მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისა და ეკონომიკისათვის. შენობების მწვანე სერტიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების კუთხითაც, რადგან მდგრადი განვითარება საბოლოოდ კონკრეტული პიროვნებების და ორგანიზაციების ასარჩევია,“ — ამბობს GCPF-ის კლიმატის დაფინანსების უფროსი მრჩეველი ლევან ხმიადაშვილი.
“ჩვენთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის, უდიდესი პრიორიტეტია გარემოზე ნეგატიური გავლენის შემცირება, მასზე ზრუნვა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა. EDGE-ის სერტიფიკატის მოპოვება ჩვენი სათავო ოფისისთვის, რომელიც გამორჩეული არქიტექტურული ძეგლია, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ESG სტრატეგიის განხორციელების გზაზე. ვამაყობთ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს მწვანე შენობების პორტფელის გაფართოებაში და ვქმნით ისტორიული შენობის თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტებზე მორგების საუკეთესო პრაქტიკას. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს GCPF-ს, ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის“, —განაცხადა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები