ზალიკო უდუმაშვილი

10 Oct. 2017, 16:28

დღეს, რაც აქ ხდება, ასეთი სამარცხვინო რამ არ მინახავს. საკრებულო დაკეტეს. საკრებულო ჩვეულებრივი მაღაზიასავით დაკეტეს. ბოქლომის დაადეს და შიგნით არიან გამოკეტილები და არავის აძლევენ უფლებას, რომ შიგნით შევიდეს. საშვთა ბიურო გააუქმეს, როგორ უწყება. საშვები აღარ გაიცემა. პარლამენტის დეპუტატებს, რომლებსაც ყველგან აქვთ შესვლის უფლება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, არ აძლევენ შენობაში შესვლის საშუალებას...

ხომ ხედავთ, როგორი ფორსმაჟორული ტემპით აკეთებენ ყველაფერს. ერთ დღეს არ აგდებენ, რომ რაიმეთი არ აწყენინო თავიანთ ბატონს. ეს მონური მორჩილებაა. ჩვენ დავასრულებთ ფეოდალიზმს. რა იყო ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ 21 ოქტომბრამდე მოიცადონ. თვითონაც არ სჯერათ, რომ 21 ოქტომბრის მერე აქ იქნებიან და ამიტომ ჩქარობენ, რომ ეს გადაწყვეტილება როგორმე სისრულეში მოიყვანონ. ეს არის თბილისელების თავმოყვარეობის საქმე, რომ პუშკინის სკვერი ვიღაცამ არ წაიღოს და გარაჟი არ გაიკეთოს. დიახ, გარაჟს იკეთებს პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი ავტომობილებისთვის. და ის ტყუილები, რომ თითქოს საპარკინგედ კეთდება, ეს მოუყვეს თავის ცხოველებს ზოოპარკში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…