DataFest-მა, "იმედის" პროპაგანდისტული სიუჟეტის გამო, OC Media-ს, iFact-ის და "სინათლე მედიას" მონაწილეობით დაგეგმილი აქტივობები გააუქმა
2025 წლის DataFest Tbilisi ფესტივალი ხუთშაბათს მედიის ნაწილის მონაწილეობის გარეშე გაიხსნა. მათი ღონისძიების მოხსნის შესახებ ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროსამთავრობო მედიამ მათზე ცილისმწამებლური სტატია გამოაქვეყნა.
DataFest, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველაზე დიდ მონაცემთა შესახებ ფესტივალად პოზიციონირდება, ყოველწლიურად ტარდება თბილისში, ორგანიზატორი კი კრეატიული სტუდია ForSet-ია. წელს რიგით მეცხრე ფესტივალი ტარდება.
ღონისძიება მონაცემებზე მომუშავე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს აერთიანებს — დიზაინერებს, დეველოპერებს, ჟურნალისტებს. მიმდინარე წელს ფესტივალი რამდენიმე აქტივობასაც მოიცავს, რომლებიც ჟურნალისტებისთვისაა განკუთვნილი, მათ შორის — "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის" (OSCE) მედიის თავისუფლების წარმომადგენლის მრჩეველთან საუბარი თემაზე: "მედიის თავისუფლების დაცვა დიდი ტექნოლოგიური პლატფორმებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში".
ფესტივალამდე რამდენიმე კვირით ადრე, DataFest-მა რამდენიმე მედიაორგანიზაციასთან, მათ შორის OC Media-სთან, შეთანხმებას მიაღწია ღონისძიებაზე სტენდების განსათავსებლად, სადაც მათ ნამუშევრებს, მათ შორის, კრაუდფანდინგის აქტივობებს წარმოადგენდნენ. სანაცვლოდ, ისინი OC Media-ს სარეკლამო მომსახურებას გამოიყენებდნენ.
თუმცა კვირას, მედიაორგანიზაციებს აცნობეს, რომ ფესტივალში მონაწილეობას ვეღარ შეძლებდნენ.
უარი უთხრეს ასევე "სინათლე მედიას" — 22 ონლაინ-მედიასაშუალების მიერ 2025 წელს შექმნილ კოლექტიურ კამპანიას — ბანერის განთავსებასა და სიტყვით გამოსვლაზე.
ორგანიზატორებმა რამდენიმე მედიას აუხსნეს, რომ მათ გადაწყვეტილების მიზეზი უსაფრთხოების რისკები გახდა, რაც 23 ნოემბრის ტელეკომპანია "იმედის" მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტს მოჰყვა. სიუჟეტი დასაბუთების გარეშე ამტკიცებდა, თითქოს კრიტიკული ონლაინმედიები უცხოურ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ "დიფ სთეითს" წარმოადგენდნენ, რომლებიც დაფინანსებას კანონებს გვერდის ავლით იღებდნენ. სიუჟეტში მოხვდა თავად ForSet-იც, რასაც მალევე მოჰყვა მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან მედიის ახალი თავდასხმები.
ForSet თავდაპირველად აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება მედიაორგანიზაციების დასაცავად მიიღეს — რათა მათ მიმართ პროპაგანდის წნეხი არ გაზრდილიყო.
"Forset-ის განმარტებით — რადგან "იმედი" ონლაინმედიების დაფინანსებას "უცხო ძალებს" უკავშირებს, მათი ერთად გამოჩენა შეიძლება ამ ნარატივს გაამყარებდა. ასევე აღნიშნეს, რომ მათი ერთად ყოფნისას გადაღებულ ფოტოებს "იმედი" ამ სამთავრობო ნარატივისთვის გამოიყენებდა".
შემდგომ კომუნიკაციებში ForSet-მა აღნიშნა, რომ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია არადემოკრატიული ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეების უსაფრთხოებაც.
მოულოდნელი უკმაყოფილების ფონზე, ორგანიზატორებმა რამდენიმე მედიას ფესტივალში შეზღუდული ფორმით მონაწილეობა შესთავაზეს. ისე, რომ ერთ სივრცეში ერთად არ გამოჩენილიყვნენ და თავიდან აეცილებინათ პროპაგანდის ახალი შეტევები.
OC Media-მ, iFact-მა და Sinatle Media-მ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.
ForSet-ის დირექტორმა, ნინო მაჭარაშვილმა განცხადებაში თქვა: "უახლესი მოვლენებისა და უსაფრთხოების სიგნალების ფონზე, წინასწარი სიფრთხილის ზომად მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შეგვემცირებინა რამდენიმე დაგეგმილი აქტივობა, რათა ყველა მონაწილისთვის უსაფრთხო გარემო შეგვენარჩუნებინა." "მონაწილეების, სპიკერებისა და პარტნიორების უსაფრთხოება ჩვენი უმაღლესი პრიორიტეტია," — დასძინა მან.
მაჭარაშვილმა ასევე დაადასტურა ForSet-ის "დამოუკიდებელი ქართული მედიის სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა".
"ძალიან ვაფასებთ მათ მუშაობას და მომავალშიც ვაგრძელებთ მათთან წარმატებულ თანამშრომლობას. სახელმწიფო რეპრესიებს უკვე აქვთ დამთრგუნველი ეფექტი," — აღნიშნა მან.
ფესტივალის მონაწილეებისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება იმედგაცრუება იყო. iFact-ის დამფუძნებელი ნინო ბაქრაძე ამბობს, რომ "კომუნიკაცია არც პირდაპირი იყო და არც გამჭვირვალე, ამიტომ ვერ გაიგეს, რა საჭირო იყო ასეთი გადაწყვეტილება".
ბაქრაძის თქმით, ის თვლის, რომ ნაბიჯი შესაძლოა თავად ორგანიზატორების დასაცავად იყო გადადგმული. "იმედის" სიუჟეტის გამო პანიკა ატყდა და ჩანს, გადაწყვეტილებაც ძალიან სწრაფად მიიღეს. ჩვენთან კონსულტაციაც კი საჭიროდ არ ჩათვალეს".
მისი შეფასებით, ეს განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იმ ორგანიზაციისგან, რომელთანაც iFact-ს წარსულში არაერთხელ უთანამშრომლია. იგივე აღნიშნა "ბათუმელების" კომუნიკაციების მენეჯერმა, ირმა დიმიტრაძემ.
"დღემდე ვერ მოვისმინე არცერთი მყარად დასაბუთებული მიზეზი ამ ღონისძიებების გაუქმების შესახებ. რასაც ვგრძნობ, არის ღრმა იმედგაცრუება," — უთხრა მან OC Media-ს.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება "განსაკუთრებით მტკივნეული" იყო მაშინ, როცა საქართველოში მედია "უპრეცედენტო ზეწოლისა და დევნის" პირობებში მუშაობს.
"რისთვის არსებობენ ასეთი ფესტივალები, თუ არა იმისთვის, რომ თითოეული შესაძლებლობა გამოიყენონ სიტყვისა და მედიის თავისუფლების მხარდასაჭერად?" — კითხულობს დიმიტრაძე.
iFact-ის დამფუძნებლის განცხადებით, "მთავრობა ცდილობს დაგვადანაშაულოს და გაგვრიყოს. ჩვენი მოკავშირე არ უნდა უწყობდეს ამაში ხელს. ის, ვინც მოკავშირედ მიგვაჩნდა, არ უნდა ემორჩილებოდეს ამ პროპაგანდას".
OC Media-ს მთავარმა რედაქტორმა რობინ ფაბრომ აღნიშნა, რომ ეს ინციდენტი "საკმაოდ მცირეა" იმ ფართო კრიზისთან შედარებით, რასაც დღეს მედია საქართველოში და რეგიონში აწყდება. თუმცა, მისი თქმით, ეს შემთხვევა არის მაგალითი იმისა, "როგორ აქვს სახელმწიფო რეპრესიებს უკვე დამთრგუნველი ეფექტი, თან ყველაზე მოულოდნელ ადგილებში".
"ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის," — დასძენს იგი. "წელს ოფისიდან გამოგვყარეს ანალოგიური მიზეზით. როცა ახალ სივრცეს ვეძებდით, არაერთმა გვითხრა უარი, თვლიდნენ, რომ ჩვენთან ასოცირება საფრთხის შემცველია. ერთ შემთხვევაში, ზუსტად ისე, როგორც DataFest-ის დროს, ამის შესახებ ღიადაც გვითხრეს უარი — მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საქმიანობას მხარს უჭერდნენ".
"OC Media-სთვის DataFest-ზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გამომწერების პროგრამის პოპულარიზაციისთვის — პროცესისთვის, რომელიც ჩვენი გადარჩენისთვის კრიტიკულია. ამიტომ, სულ მცირე, იმედი გვაქვს, რომ ასეთი ინციდენტები კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროთ იმ მედიას, რომელსაც ენდობით — სანამ ამას აზრი აქვს,"— ამბობს ფაბრო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები