აზერბაიჯანის პოლიციამ გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქერიმლის სახლი გაჩხრიკა
ფოტო: REUTERS/Aziz Karimov/File Photo
აზერბაიჯანის პოლიციამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალი ქერიმლის სახლში, ილჰამ ალიევის წინააღმდეგ შესაძლო გადატრიალების მცდელობის ფართო გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აზერბაიჯანული მთავრობის წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ქერიმლიზე ჩატარებული ჩხრეკა რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთანაა დაკავშირებული — ის ყოფილ პრეზიდენტთან, ჰეიდარ ალიევთან დაახლოებული პირია. ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანს 2003 წელს გარდაცვალებამდე მართავდა.
როგორც ქერიმლის მოადგილემ, სეიმურ ჰაზიმ Reuters-ს განუცხადა, ოპოზიციური აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის (APFP) ორი წევრი — ფაიქ ამირლი და მამად იბრაჰიმი — შაბათს დააკავეს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩხრეკასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
მთავრობის წყაროს თქმით, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქერიმლის ფინანსურად მხარს მეჰდიევი უჭერდა. მეჰდიევი ჰეიდარ ალიევის მმართველობის პირველ წლებში, 1994 წელს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
ილჰამ ალიევმა, ჰეიდარ ალიევის შვილმა, 2019 წელს მეჰდიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა — ეს ნაბიჯი იმ დროისთვის ბევრის მიერ მამამისის ეპოქის მოხელეების გავლენის შესუსტების მცდელობად იქნა აღქმული.
გასულ თვეს ბაქოს სასამართლომ 87 წლის მეჰდიევი ოთხთვიან შინა პატიმრობაში დატოვა. მას ბრალადხელ ისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა ედება.
APFP-ის ლიდერი ალი ქერიმლი, აზერბაიჯანში პროტესტების ორგანიზებასთან დაკავშირებით, არაერთხელ არის დაკავებული.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები