"ძალიან იშვიათია ამ შენობაში ორგზის ჩემპიონის სტუმრობა" — პიტერ სიიარტო კახა კალაძეზე
დიდი პატივია ჩვენთვის, რომ თბილისის მერი კალაძე გვსტუმრობს სამინისტროში. ძალიან იშვიათია ამ შენობაში ორგზის ჩემპიონის სტუმრობა, — ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თბილისის მერ კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მან თქვა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ბატონ კალაძეს გულშემატკივრობდნენ და მისი გამარჯვება "მოწმობს, თუ რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით". ამის შესახებ ინფორაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"დიდი პატივია ჩვენთვის, რომ თბილისის მერი კალაძე გვსტუმრობს სამინისტროში. ძალიან იშვიათია ამ შენობაში ორგზის ჩემპიონის სტუმრობა. ვისიამოვნეთ ამ შეხვედრით და დიდ პატივად მივიღეთ. ვამაყობ, რომ ერთმანეთს პირადად დიდი ხანია ვიცნობთ. იშვიათად ვაკვირდებით უცხო ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებს, რადგან ეს საშინაო საქმეა. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულშემატკივრობდით ბატონ კალაძეს, რომ კვლავ მოეგო არჩევნები თბილისში. მან დიდი სხვაობით გაიმარჯვა, რაც ცხადად მოწმობს, თუ რამდენად კმაყოფილია თბილისის მოსახლეობა მისი საქმიანობით. ვთხოვ, რომ თუ აქვს დროს, ჩვენს მერს ბუდაპეშტში ჩაუტაროს ლექციები, დარწმუნებული ვარ, კარგი რჩევების მიცემა შეუძლია დედაქალაქის მართვასთან დაკავშირებით. ვამაყობთ საქართველოსთან და ქართულ ოცნებასთან შესანიშნავი ურთიერთობით. ვამაყობთ, რომ აქ საუბარია ორი ისეთი მთავრობის თანამშრომლობაზე, რომლებიც არიან პატრიოტები, სუვერენიტეტისა და მშვიდობის მომხრეები. მე მერ კალაძეს ვუთხარი, რომ ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს. უნგრელებმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა დინების საწინააღმდეგოდ ცურავ და არ ხარ თანხვედრაში ლიბერალურ მეინსტრიმთან. თუმცა იქნებ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც უნგრელი ხალხი მხარს გვიჭირს. ვინაიდან თქვენი მთავრობაც პატრიოტულ პოლიტიკას ატარებს, სწორედ ამიტომ უჭერს მხარს მას საქართველო", — განაცხადა პიტერ სიიარტომ.
კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა უნგრეთს და უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს მხარდაჭერისთვის.
"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ყველაფერზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსევდო ლიბერალურ იდეოლოგიას, რომელიც თავსმოხვეულია და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, სერიოზული გამოწვევაა დღეის მდგომარეობით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და უნგრეთს, მის ხელისუფლებას, პრემიერმინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. გვიხარია, რომ როგორც საქართველო, ისე უნგრეთი იბრძვის სიმართლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", — განაცხადა კახა კალაძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები