შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია — მთავარია გჯეროდეს!
ფოტო: თიბისი
ახლის დაწყება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შენამდე არავის გაუკეთებია. სხვისი იმედების გაცრუების, წარუმატებლობისა და შენს თავთან დამარცხების შიში დიდია, მაგრამ, თუ გჯერა შენი მიზნების და შრომისმოყვარეობასთან ერთად გამბედაობასაც გამოიჩენ, შედეგი დაგანახებს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!
თიბისის ახალი ვიდეორგოლი, რომელიც ქართველი არტისტის, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილი ისტორიას გადმოგვცემს, სწორედ რთულ არჩევანზე, გამბედაობაზე, მხარდაჭერასა და თვითრწმენაზე გვიამბობს.
ცეკვის სამყაროში აღზრდა გიორგის მემკვიდრეობით ერგო. მამა ქართულის, ხოლო დედა კი ბალეტის მოცეკვავეები იყვნენ. მისთვის ბავშვობიდანვე ყოველდღიურობა იყო ცეკვის ის ჯადოსნური სამყარო, რასაც ჩვენ მხოლოდ სცენაზე ვუყურებთ.
ცეკვა ქართულით დაიწყო, მალე ბალეტსაც გაეცნო და აქ დაიწყო მისი, როგორც მოცეკვავის გაორება — არჩევანი ქართულ ცეკვასა და ბალეტს შორის უნდა გაეკეთებინა. რთულმა არჩევანმა და ორივესადმი სიყვარულმა გიორგის გადააწყვეტინა, რომ მისი ხელწერა ამ ორი მიმართულების სინთეზი იქნებოდა. იგი იქნებოდა პირველი, ვინც ქართული ცეკვის სიძლიერესა და ბალეტის ელეგანტურობას გაერთიანებდა.
გიორგის არჩევანს თან ახლდა შიში და კითხვები — გამოვა თუ არა, სწორია თუ არა, მაგრამ მშობლები, რომლებიც ხედავდნენ თუ როგორ მიჰყვებოდა მათი შვილი ორივეს კვალს და სჯეროდათ მისი, მუდამ ეუბნებოდნენ: რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს.
“ბევრი მიმეორებდა, რომ ორი განსხვავებული სტილის შეთავსებას ვერ შევძლებდი. არადა, მე ორივე მიტაცებდა, ორივე მომწონდა და მინდოდა — ქართული ცეკვის სიძლიერისა და ბალეტის ელეგანტურობის, ჩემებური სინთეზი შემექმნა. ჩემი მიზნის დავიჯერე და გზა ჯიუტად, საბალეტო სცენაზე გავაგრძელე. დღეს, ძალიან ამაყი ვარ, რომ ჩემს ყოველ მოძრაობაში ქართულ ცეკვასა და ბალეტს ვაერთიანებ. მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი ისტორიაა, რომელიც ამ სიტყვების შთაგონებით გახდება შესაძლებელი: შეძლებ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია — მთავარია, გჯეროდეს!“ — ამბობს გიორგი.
რთულ არჩევანში გიორგის მთავარი მხარდამჭერი ოჯახი იყო. დედა და მამა მუდამ უმეორებდნენ, რომ რაც არავის გაუკეთებია, არ ნიშნავს, რომ ვერც ვერავინ შეძლებს. სწორედ ამ სიტყვებისა და თავისი თავის დაჯერებით მოვიდა გიორგი დიდ სცენებამდე და დღეს მის არტისტიზმს მსოფლიო ბალეტის წამყვან სცენებზე ვხედავთ.
თიბისი თავისი გზავნილით — მთავარია გჯეროდეს შთააგონებს ადამიანებს, აძლევს მათ თვითრწმენის და გამბედაობის მოტივაციას, იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებულად მიჰყვნენ დასახულ მიზნებს და ირწმუნონ, რომ შეძლებენ იმასაც, რაც არავის გაუკეთებია — მთავარია გჯეროდეს!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები