Black Friday საქართველოში — თიბისის როლი მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში
ფოტო: თიბისი
Black Friday მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. ის არის დღე, რომელსაც მომხმარებლები მთელი წელი ელიან, რათა სასურველი პროდუქტები, განსაკუთრებულ ფასში შეიძინონ. ამის გათვალისწინებით, ყოველწლიურად, ბრენდები უფრო და უფრო მეტად ცდილობენ, ადამიანებს, მათზე მორგებული კამპანიები შესთავაზონ.
საქართველოში Black Friday-ს ტრადიცია ათეულობით წლის წინ დამკვიდრდა და — თითქმის — ყოველ წელს იზრდება, როგორც მომხმარებლის აქტიურობა, ისე ბაზრის მოლოდინიც. სწორედ ასეთ გარემოში, განსაკუთრებით საინტერესოა, რას აკეთებს თიბისი თავისი Black Friday-ს კამპანიის ფარგლებში, რომ შავი პარასკევის გამოცდილება მაქსიმალურად ზღაპრული იყოს.
28 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათისა და ერთგული საკრედიტო ბარათების მფლობელებმა — საქართველოს მასშტაბით — 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებითი ქეშბექით ისარგებლეს. კერძოდ, ამ შეთავაზებებით 60 ათასზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.
როგორც თიბისის ლოიალობის ბრენდ მენეჯერი — ანა ორბელაძე — ამბობს, Black Friday-ს კამპანიის ფარგლებში, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ მომხმარებლებისთვის მიეცათ შესაძლებლობა წელს იმაზე მეტი პროდუქტი შეეძინათ, ვიდრე ისინი ტრადიციულად Black Friday-ზე იძენენ.
"აქედან გამომდინარე, შედეგებიც საკმაოდ კარგი იყო და 60 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა შეთავაზებებით, რაც შესანიშნავი, ფაქტობრივად, უნიკალური შედეგია, რადგან მთელი დღე-ღამის განმავლობაში მომხმარებლებს ონლაინ შოპინგიც შეეძლოთ", — გვიყვება ანა — "ჩვენც სწორედ ის გვინდოდა, რომ მომხმარებლებისთვის ამის შესაძლებლობა მიგვეცა, და, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად გამოგვივიდა".
აღსანიშნავია, რომ თიბისის Black Friday-ს კამპანიის ფარგლებში ტრანზაქციების რაოდენობა სამჯერ და ოთხჯერ გაიზარდა. ამ დღეს მომხმარებლებს, იმის გარდა, რომ პარტნიორ ობიექტებში ფასდაკლებებით პროდუქტების შეძენა შეეძლოთ, ამავდროულად, ჰქონდათ თიბისის ქეშბექ შეთავაზებაც.
"მოგეხსენებათ, ჩვენი დაბრუნებული თანხა (ქეშბექიდან) გროვდება ერთგულის ყულაბაში, რომლის გადატანა და ამ თანხით სარგებლობა მომენტალურად არის შესაძლებელი, ყველაზე ხშირად ამას აკეთებენ ჩვენი მომხმარებლები, როცა ქეშბექს იყენებენ — იბრუნებენ თანხას, გადააქვთ ანგარიშზე და აგრძელებენ შოპინგს", — ამბობს თიბისის ლოიალობის ბრენდ მენეჯერი.
თიბისის წლევანდელი Black Friday-თ არა მხოლოდ მომხმარებლებმა, არამედ პარტნიორმა ობიექტებმაც მიიღეს სარგებელი.
"კამპანიის ასეთ მასშტაბზე წარმატება იმანაც გამოიწვია, რომ მათაც ჰქონდათ ფასდაკლებები, თუმცა ჩვენი ქეშბექი კიდევ უფრო მეტი ინსენტივი იყო მომხმარებლებისთვის, რომ სწორედ იქ ეშოპინგათ სადაც შეთავაზებები გვქონდა....კამპანია ყველასთვის მომგებიანი იყო, როგორც ჩვენთვის, ასევე პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლებისთვის", — ამბობს ლოიალობის პროგრამის ბრენდ მენეჯერი.
გარდა Black Friday-ს საშოპინგო შეთავაზებებისა, თიბისის მომხმარებლებისთვის 2 დამატებითი შეთავაზებაც ჰქონდა — გლოვოს შეთავაზება, რომელშიც 200-ზე მეტი ბრენდი მონაწილეობდა და პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით ვრცელდებოდა და Trendyol-ის შეთავაზება, რომელიც უფრო გრძელვადიანია. პარასკევს დაიწყო და გათვლილია ყველა ტიპის სეგმენტზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ თიბისი ბანკი მუდმივად ცდილობს, მომხმარებლის ყველა უკუკავშირი მოისმინოს და გაითვალისწინოს. ყოველთვიური აქტიური შეთავაზებების გარდა, რომელიც ყოველთვის სხვადასხვა სეგმენტზეა გათვლილი, ისინი წლის ყველაზე მნიშვნელოვან დღეებში — ახალი წელი, ბავშვთა დღე, Black Friday — განსაკუთრებით ცდილობენ, რომ მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული კამპანიები შესთავაზონ.
"ჩვენი გუნდი ყოველთვის იღებს უკუკავშირს მომხმარებლისგან, ჩვენ გუნდურად ვსხდებით, ერთი თვით ადრე ვიწყებთ ხოლმე კამპანიის პროცესის დაგეგმვას და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვასარგებლოთ ჩვენი მომხმარებლები და თავიანთი ერთგულება უკან დავუბრუნოთ, დავუფასოთ იმისთვის, რომ ისინი ჩვენი ერთგული კლიენტები არიან" — გვიყვება ანა ორბელაძე, თიბისის ლოიალობის ბრენდ მენეჯერი.
შეთავაზებების გუნდის ლიდერის, ბექა ჭაფოძის, თქმით მოლოდინები, რომლებიც კამპანიის დაწყებამდე ჰქონდათ, გამართლდა და უპრეცედენტო რაოდენობის მომხმარებლით, Black Friday-მ წარმატებით ჩაიარა.
"მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ კამპანიას ვაკეთებდით, შესაბამისად, გათვლები გაგვიმარტივდა, დაახლოებით ვიცოდით რამდენი მომხმარებლის მოზიდვას შევძლებდით, 60 ათას ადამიანს ველოდებოდით და ჩვენი მოლოდინებიც გამართლდა...", — ყვება შეთავაზების გუნდის ლიდერი — "...სამუშაო საათებიც გახანგრძლივებული იყო მოლებში, სტანდარტულად ისინი 10 საათზე იკეტება, წელს 12-მდე იყო, რიგები კი დახურვამდე არ შეჩერებულა — შესაბამისად, ვთვლით რომ ეფექტიანი კამპანია გამოგვივიდა".
"ძალიან ბევრი მომხმარებელი გვწერდა, ჯერ კიდევ, სანამ კამპანიას დავიწყებდით, თუ რომელ ობიექტებში სურდათ შეთავაზება გვქონოდა — მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ყველა მათგანის სურვილი გაგვეთვალისწინებინა, შედეგად, ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. ყველას მოეწონა შეთავაზებები — კარგი ფასდაკლება თან ქეშბექი", — აგრძელებს ანა.
ბექამ დასძინა, რომ კამპანიის წარმატებაში დიდი წვლილი კომპანიის თანამშრომლების ეფექტურმა მუშაობამ შეიტანა. როგორც ის ამბობს, ყველას ერთდროულად მუშაობამ გაამართლა და შედეგებზეც აისახა.
"ბოლო 1 კვირა მთელი საქართველო ამ დღეს ელოდებოდა, საბედნიეროდ, ყველაფერმა ნეგატიური გამოხმაურების გარეშე ჩაიარა", — აღნიშნა ბექამ.
კმაყოფილი მომხმარებლებითა და წარმატებული კამპანიით, წლევანდელ Black Friday-ზე თიბისიმ 60 ათასზე მეტი ადამიანი გააბედნიერა. ისინი ამბობენ, რომ მომხმარებელს წინ კიდევ უფრო მეტი, საინტერესო შეთავაზებები ელით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები