ყავის ახალი ტრადიცია — გიორგი აივაზიანი Coffee Lab-სა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობაზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
სულ რამდენიმე წლის წინ თბილისში ყავის კაფეების კულტურა ჯერ კიდევ ნაკლებად იყო გავრცელებული, რჩეული (Specialty) ყავა კი უცხო ხილი. ათი წლის წინ ქალაქის ქუჩები Coffee Lab-ის ახალმოხალული, მომჟავო და ხილოვანი ყავის არომატით აივსო და თბილისშიც ყავის ახალი რიტუალები დამკვიდრდა.
საქართველოს ბანკსა და ყავის ლაბორატორიას თანამშრომლობის დიდი ისტორია აკავშირებს. ჟინის კამპანიამ კი ინოვაციური ბრენდები საერთო იდეის გარშემო გააერთიანა. კარგ ყავაზე, ქოფიშოფ კულტურასა და ჟინზე Coffee Lab-ის დამფუძნებელი გიორგი აივაზიანი გვესაუბრა.
ახალი გემოს ძიებაში
გიორგი წლების განმავლობაში საბანკო სექტორში მუშაობდა და პროფილის შეცვლა უცხოეთში სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა. საქართველოში დაბრუნებულმა ანტრეპრენერობა გადაწყვიტა და სწავლის პერიოდში ყავის კაფეებში გატარებულმა დრომ ყავის ლაბორატორიის იდეა შთააგონა. რჩეულ (Specialty) ყავამდე ბევრმა კვლევამ და ლონდონის ყავის ფესტივალმა მიიყვანა. მიხვდა, რომ სწორედ ამ გამორჩეული გემოვნური თვისებებისა და ყავის მიმართ სკრუპულოზური მიდგომის გათვალისწინებით უნდა შეექმნა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ყავის კაფეს იდენტობა.
“რაღაც ახლის და გამორჩეულის მიღება გვინდოდა. ისეთი გემოსი, რომელიც ძალიან შეგიყვარდება და შენს ყავის რიტუალს შეცვლის“. — ამბობს გიორგი.
ყავის მზადება როგორც ხელოვნება
ყველაფერი გამორჩეული დიდ შრომასთან და დროსთან ერთად, მოითხოვს ჟინს, რომელიც შენს იდეას ხორცს შეასხამს, თან ზუსტად ისე, როგორც გსურს. ჟინმა გიორგის კომპრომისებზე წასვლის ნება არ მისცა. მან რჩეული (Specialty) ყავის მომზადების ყველა ეტაპი შეისწავლა და დახელოვნდა.
როგორც გიორგი განმარტავს, რაც უფრო ახალმოხალულია ყავა, მით მეტად ინტენსიური და დახვეწილი გემო აქვს. სწორედ ამიტომ, Coffee Lab-ში ყავის მწვანე მარცვლებს გამორჩეული მომწოდებლებისგან იღებენ და თერმულ დამუშავებასაც ადგილზე, თავად ახორციელებენ.
“ჟინიც ხომ ეს არის, არ გაგაჩერებს და ყველაზე მეტად სირთულეების გადალახვის დროს გჭირდება. გადავწყვიტეთ, არ წავსულიყავით არც ერთ კომპრომისზე და ყავის ახალი გემო და მისი დალევის ტრადიცია დაგვეფუძნებინა“.
ახალი ხილი და რჩეული გუნდი
ყავა ხილია და აქვს მომჟავო გემო — ეს ის სიახლე იყო, რომელსაც Coffee Lab-ის აწ უკვე ერთგული მომხმარებელი ეტაპობრივად შეეჩვია. ამ პროცესს, როგორც ხშირად ხდება, თან ახლდა ეჭვები, რისკები და ზოგჯერ განსხვავებული გემოთი უკმაყოფილო სტუმრებიც.
“როგორი პროდუქტიც უნდა აწარმოო, ყველას ვერ მოეწონები, საჭიროა თავად აარჩიო, ვინ ხარ და საკუთარი გზით იარო. ჩვენი გზა საკმაოდ რთული აღმოჩდა, მაგრამ გრძელვადიანმა პერსპექტივამ ცხადყო, რომ მიმართულება ნამდვილად სწორად ავირჩიეთ“.
გემრიელ ყავასთან ერთად Coffee Lab განსაკუთრებულად მხიარული და მეგობრული გუნდით გამოირჩევა, რაც გიორგისთვის ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. წარმატებას სწორედ გუნდს უკავშირებს, რომელსაც თავისი საქმე ძალიან უყვარს და გარშემო უკვე შემოკრიბა Coffee Lab-ის ერთგულ მომხმარებელთა კომუნა. იმისთვის, რომ ამ კომუნას მუდამ განსაკუთრებული სიახლეებით გაუმასპინძლდეს, გიორგის გუნდი არ ჩერდება და ყოველ მიღწევას განვითარების ახალი გეგმით აღნიშნავს.
ჟინით სავსე პარტნიორობა
სირთულეებით სავსე გზა გიორგიმ საქართველოს ბანკის დახმარებით გაიარა, რომელიც მის სითამამესა და ჟინს მუდმივად უჭერდა მხარს მოქნილი ფინანსური სერვისებით.
“დღეს კი იდეის მიმართ ერთგულებამ და ფარხმალდაუყრელად სწრაფვამ ერთი კამპანიის ქვეშ გაგვაერთიანა!“
ჟინის კამპანიის ფარგლებში ყავის ლაბორატორიის სტუმრების შემოქმედებით ენერგიაზე, არომატული ყავის გამორჩეულ გემოსთან ერთად, ფინჯნებზე დატანილი ინსპირაციული ფრაზებიც ზრუნავს.
ინოვაციური მიზნებისკენ სვლა იშვიათად არის მარტივი, თუმცა ჟინიანი ადამიანების ისტორიები მოწმობს, რომ თუ არ გაჩერდები, აუცილებლად აღმოაჩენ გზას, რომელიც უნიკალურად შენია!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები