ანტიბიოტიკების მიღების 5 უმნიშვნელოვანესი წესი
ფოტო: სმარტფარმი
ანტიბიოტიკები მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან მათი მეშვეობით სიცოცხლისთვის საშიში გართულებებისა და დაავადებების თავიდან აცილება გახდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ამ მძლავრ პრეპარატებს სარგებელთან ერთად, დიდი ზიანის მოყენებაც შეუძლია. ამიტომ ანტიბიოტიკების მოხმარება თვითნებურად ან სწორად გაწერილი გეგმის გარეშე დაუშვებელია.
სტატიაში, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია სმარტფარმი წარმოგიდგენთ, გაგაცნობთ იმ საფრთხეებს, რომლებიც შეიძლება არასწორ ანტიბიოტიკოთერაპიას მოჰყვეს და გასწავლით წესებს, რომელთა დაცვაც ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რატომ არის საშიში ანტიბიოტიკებით თვითნებური მკურნალობა?
პირველ რიგში, ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა დავაზუსტოთ — ანტიბიოტიკები მხოლოდ ბაქტერიების განადგურებასა და მათი გამრავლების შეჩერებას უზრუნველყოფს, ამიტომ ისინი ბაქტერიული ინფექციების დროს გამოიყენება. შესაბამისად, ანტიბიოტიკები არაეფექტურია ვირუსების წინააღმდეგ ან სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს.
მათმა თვითნებურად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ძლიერი გვერდითი მოვლენები — ანტიბიოტიკები ზოგჯერ იწვევს დისკომფორტს კუჭ-ნაწლავში, დიარეას, თავბრუსხვევას ან ალერგიულ რეაქციებს. ამ მედიკამენტების არასწორად მიღებისას ეს მოვლენები შეიძლება უფრო მწვავედ გამოვლინდეს.
- სხვა ნივთიერებებთან არასწორი ურთიერთქმედება — ზოგიერთი ანტიბიოტიკი შეიძლება რეაქციაში შევიდეს სხვა წამლებთან, ვიტამინებთან და დანამატებთან, რაც ნივთიერებების ეფექტიანობის შემცირებას ან სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.
- ინფექციის გამწვავება — პრეპარატის ან მისი დოზის არასწორად შერჩევამ შეიძლება ბაქტერიების განადგურების ნაცვლად, მათ გაძლიერებას შეუწყოს ხელი. ეს კი, ცხადია, მკურნალობის პროცესსაც გაართულებს და დიდი ალბათობით ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც გამოიწვევს.
- ანტიბიოტიკორეზისტენტობა — მკურნალობის არასრული კურსის დროს ხშირად ბაქტერიები ბოლომდე არ ნადგურდება. ორგანიზმში დარჩენილი ბაქტერიები კი გრძელვადიან პერსპექტივაში რეზისტენტული ხდება ანტიბიოტიკების მიმართ, რაც ართულებს ინფექციების მკურნალობას. ასეთ დროს ზოგჯერ მათ გასანადგურებლად უფრო ძლიერ პრეპარატებს მიმართავენ. ეს კი ლეტალური გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ანტიბიოტიკების მიღების 5 უმნიშვნელოვანესი წესი
როგორ მივიღოთ ანტიბიოტიკები? – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ქვემოთ შევეცდებით. მაშ ასე, გავეცნოთ 5 ყველაზე მნიშვნელოვან წესს, რომელთა დაცვაც ანტიბიოტიკოთერაპიის დროს გვმართებს:
● მიიღეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით — ამ ტიპის პრეპარატების მიღების აუცილებლობა ექიმმა უნდა დაადასტუროს, კონკრეტულად, დარწმუნდეს, რომ ინფექცია ბაქტერიითაა გამოწვეული და არა სხვა ცოცხალი ორგანიზმით. ასევე, უნდა განისაზღვროს ბაქტერიის ტიპი, იმისთვის, რომ პრეპარატი სწორად შეირჩეს.
- ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მიერ განსაზღვრული დოზები და მიღებებს შორის ინტერვალი — ანტიბიოტიკების ეფექტიანობა დიდწილად დოზასა და მიღების ინტერვალზეა დამოკიდებული. დიდი დოზის შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობასაც მივაყენოთ ზიანი და ვერც ბაქტერიების განადგურების პროცესს შევუწყოთ ხელი. მეორე მხრივ, მცირე დოზებით ან დიდი ინტერვალებით მკურნალობისას არსებობს ბაქტერიების გადარჩენის რისკი, რაც ზრდის ანტიბიოტიკორეზისტენტობის ალბათობას.
- გაიარეთ ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი სრულად — ანტიბიოტიკების მოხმარებიდან რამდენიმე დღეში სიმპტომები შეიძლება საგრძნობლად შემსუბუქდეს ან საერთოდ გაქრეს, თუმცა ეს მკურნალობის შეწყვეტის საფუძველი არ უნდა გახდეს. კურსის არასრულად გავლის გამო, შესაძლოა ინფექციამ მოგვიანებით ისევ იჩინოს თავი. აღსანიშნავია, რომ განმეორებითი ინფექციის მკურნალობა, როგორც წესი, უფრო რთულია.
- დაიცავით პრეპარატების მიღების წესები — მაგალითად, ზოგიერთი ანტიბიოტიკი უკეთ შეიწოვება უზმოზე, ზოგი კი საკვებთან ერთად. გარდა ამისა, მისი მიღების წესების დაცვით შეგეძლებათ მინიმალურად შეამციროთ გვერდითი მოვლენების გამოვლენის ალბათობა.
- მკურნალობის პერიოდში შეიკავეთ თავი ალკოჰოლის მიღებისგან — ალკოჰოლი ხშირად არა მხოლოდ ამცირებს პრეპარატების ეფექტიანობას, არამედ აძლიერებს ანტიბიოტიკების გვერდით მოვლენებსაც. ამიტომ მკურნალობის დროს ნებისმიერი ალკოჰოლი, თუნდაც მცირე რაოდენობით, რეკომენდებული არაა.
დაიცავით ჩვენ მიერ ჩამოთვლილი წესები და ზედმიწევნით მიჰყევით სპეციალისტის დანიშნულებას, რათა ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე მიიღოთ ანტიბიოტიკებისგან მაქსიმალური სარგებელი.
გაუფრთხილდით სხვებისა და საკუთარ ჯანმრთელობას!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები