დავით ჩახუნაშვილი: "შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ — არ ვიცი, დაკავების მოლოდინი უნდა მქონდეს თუ არა"
ფოტო: IPN
ექიმმა დავით ჩახუნაშვილმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას BBC გამოძიებაში გამოყენებული კვლევის მეთოდოლოგიაზე და დასკვნაზე კითხვები დაუსვეს. უწყების მთავარი ინტერესი იყო ფიგურირებდა, თუ არა ჩახუნაშვილების ჩატარებულ კვლევაში ქიმიური ნივთიერება "კამიტე", რომლის პროევროპულ აქციებზე გამოყენებასაც BBC ამტკიცებს.
ექიმის აზრით სუს-ის მხრიდან გამოძიების დაწყების მიზანია, რომ "მომავალში ადამიანებს კვლევის ჩატარება აღარ მოუნდეთ, ან უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღონ".
"აინტერესებდათ თუ სად ვსწავლობდი, თუ როგორია ჩემი სამეცნიერო ხარისხი და სად მაქვს კვლევები გამოქვეყნებული. მეორე საკითხი შეეხებოდა [ექიმების ჯგუფის მიერ მომზადებულ] კვლევას, დაინტერესდნენ კვლევის მეთოდოლოგიაზე, შინაარსსა და დასკვნაზე. დეტალებში ავუხსენი მოსამართლეს, თუ რა იყო კვლევის მიზანი, როგორი იყო მეთოდოლოგია და დასკვნა, უბრალოდ გამოძიების მხარეს ისევ ჰქონდა კითხვები, თუ რა იყო დასკვნა, როდესაც ამაზე პასუხი გაცემული მქონდა. როგორც ჩანს ვერ მიხვდნენ, არ იყვნენ კვლევის მეთოდოლოგიებში კარგად გაცნობიერებულები და გარკვეულნი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ.
ასევე, დაინტერესდნენ ფიგურირებდა თუ არა "კამიტე" ჩვენს სტატიაში. ჩვენ კვლევაში ამაზე საუბარი არ ყოფილა.
დაკავების მოლოდინი, არ ვიცი, უნდა მქონდეს თუ არა. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი რამის მოლოდინი უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მომავალში ადამიანებს კვლევის ჩატარება აღარ მოუნდეთ, ან უსამართლობის წინააღმდეგ ხმა არ ამოიღონ," — განაცხადა ექიმმა დავით ჩახუნაშვილმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ. (ტექსტი IPN)
შეგახსენებთ, სუს-მა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაიწყო.
სუს-მა გამოკითხვაზე ექიმები კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილები დაიბარა. კონსტანტინე ჩახუნაშვილი BBC-ს გამოძიების ერთ-ერთი რესპოდენტია და მედია გამოძიებაში მის კვლევას იყენებს. მოგვიანებით უწყებაში ჩახუნაშვილების თანამკვლევარი გელა ღუნაშვილი და ექიმი გიორგი ჩახუნაშვილიც დაიბარეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები