"ქართული ოცნება" BBC-ს გამოძიებას "უპასუხოდ არ ტოვებს" და ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც არ გამოუყენებია აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად ქიმიური ნივთრიერება "კამიტი" და BBC-ის გამოძიება სიცრუეა.
კობახიძის განმარებით BBC-ს გამოძიება ორ მიზანს ემსახურება — ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გაღვივებას და "ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გაგრძელებას".
"კიდევ ერთხელ გვინდა, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საკითხის დრამატიზებისთვის, BBC-მ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება — კამიტი გამოიყენა. შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება კამიტი არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია.
BBC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. იმთავითვე ცხადია, რომ BBC-ს სიუჟეტი არის არამხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელწერით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი — ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი უკვე სრულად ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე - ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. რა თქმა უნდა, ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება," — თქვა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე დასძინა, რომ ოცნებისთვის მნიშვნელოვანია BBC-მ პასუხი აგოს "ცრუ ინფორმაციის" გავრცელებაზე და ამ ფაქტთან დაკაშირებით ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და "საჭიროების შემთხვევაში" საერთაშორისო მართლმსაჯულებას მიმართავენ.
"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ, როგორც ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად ვგეგმავთ, მივმართოთ როგორც ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია," — თქვა კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით "კამიტის" საქმის გამოძიებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრიც, ვანო მერაბიშვილიც ფიგურირებს და გაარკევენ შეიძინა, თუ არა უწყებამ ადრე ეს ნივთიერება.
ცნობისთვის, 1-ელ დეკემბერს ქართული ოცნებამ განაცხადა, რომ "ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის" BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებს. ოცნება გავრცელებული ინფორმაციის სიცრუეს ასევე ხსნის იმით, რომ პუბლიკაციაში "ძირითადად საუბრობენ დაინტერესებული პირები" — ეკა გიგაური, გელა ხასაია, და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილის შვილი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
შეგახსენებთ, BBC-ის ინფორმაციით, "ქართულმა ოცნებამ” 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ტოქსიკური ნაერთი "კამიტე" გამოიყენა.
ოცნების ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრმა, გეკა გელაძემ უარყო BBC-ს გამოძიების შედეგები და მისი განცხადებით საქართველოში უწყებას ნივთიერება "კამიტი" არასდროს არ შეუსყიდია.
შემდეგ ჟურნალისტებმა გელაძეს გომელაურის გუშინდელი კომენტარი შეახსენეს, სადაც ამბობს, რომ "ნივთიერებები, რაზეც BBC საუბრობს შსს-ს შეძენილი ჰქონდა და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე".
სუს-მა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაიწყო.
- სუს-მა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- სალომე ზურაბიშვილმა OPCW-ს 2024 წლის აქციებზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკითხის შესწავლისთვის მიმართა
- დავით ჩახუნაშვილი: "შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კვლევა წაკითხული არ ჰქონდათ — არ ვიცი, დაკავების მოლოდინი უნდა მქონდეს თუ არა"
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები