გიორგი თხელიძე Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე სპიკერის რანგში წარდგა
ფოტო: თიბისი
თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელიც Financial Times-ის გლობალური ბანკინგის სამიტზე ლონდონში მიიწვიეს. ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ მთავარი სცენის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2030 წლისთვის საბანკო სექტორის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს.
ყოველწლიური ღონისძიება ლონდონში ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1000-ზე მეტ ლიდერს აერთიანებს. Global Banking Summit-ზე ბანკების ხელმძღვანელები, ტექნოლოგიური კომპანიები, ანალიტიკოსები და რეგულატორები ერთად განიხილავენ ფინანსური სექტორის ტენდენციებსა და შესაძლებლობებს.
გიორგი თხელიძესთან ერთად პანელში მონაწილეობდნენ: წამყვანი ბრიტანული კომერციული ბანკის — Lloyds-ის საცალო საბანკო საქმიანობის აღმასრულებელი დირექტორი, ასევე, შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია — Temenos-ისა და ბრიტანული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია — Encompass-ის წარმომადგენლები.
“Financial Times დაინტერესდა თიბისი ჯგუფის წარმატებით, რაც განპირობებულია საქართველოსა და უზბეკეთში მოწინავე ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზე დანერგვით. თიბისის გუნდი იყო პირველი, ვინც 2001 წელს საქართველოში ინტერნეტ ბანკი დანერგა. ჯგუფმა განვითარება ტექნლოგიებისა და ინოვაციების ინტეგრაციით გააგრძელა. საქართველოს გამოცდილებამ მყარი საფუძველი შექმნა, რომ უზბეკეთში პირველი სრულიად ციფრული ბანკი განგვევითარებინა, სადაც უკვე 22 მილიონი მომხმარებელი და თვეში 6 მილიონი აქტიური კლიენტი გვყავს.
ფორუმზე აქცენტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე გავაკეთეთ: თიბისის მომხმარებელთა 70% ბანკთან უკვე ციფრულ არხებში ურთიერთობს, ტრანზაქციების 95% კი ელექტრონულად სრულდება. თვეში 1 მილიონი ინტერაქცია AI აგენტების მეშვეობით ხდება, რაც მომხმარებელთა მოთხოვნის 50%-ს მოიცავს.
ამ ეტაპზე AI ინსტრუმენტების სრულყოფაზე ვმუშაობთ. 70 პროცესზე მეტი ბანკში უკვე ავტომატიზებულია, შედეგად, ვაჩქარებთ ბიზნეს პროცესებს და ვაუმჯობესებთ მომხმარებელთა გამოცდილებას. ვცდილობთ, ბანკირებს კიდევ უფრო მეტ მონაცემზე დაფუძნებული ინფორმაცია მივაწოდოთ პერსონიფიცირებული მომსახურებისთვის; ხოლო იქ, სადაც ადამიანის ჩართულობა აუცილებელი არ არის, AI ინტერაქცია უფრო ეფექტურად დავნერგოთ.
მეამაყება, რომ Financial Times-მა ყურადღება სწორედ საქართველოსა და თიბისი ჯგუფზე შეაჩერა. შედეგად, მოგვეცა საშუალება, ჩვენი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაგეზიარებინა”. — გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები