ეროვნული ბანკი: საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკის 2025 წლის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ბოლოს, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე პორტფელის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა, სადაც საქართველოს ბანკის წილი 68%, ანუ 1,024 მილიონი ლარია.
საქართველოს ბანკი ასევე წამყვან პოზიციას იკავებს 2024 წლის განმავლობაში ტაქსონომიასთან შესაბამისი ახალი მწვანე საფინანსო პროდუქტების გაცემის მიხედვითაც. კერძოდ, ამ პერიოდში გაცემული მწვანე დაფინანსების 55% სწორედ საქართველოს ბანკმა გასცა.
“მწვანე სესხების იდენტიფიკაციისა და ანგარიშგების პროცესი საქართველოს ბანკში მაღალი სტანდარტებით ხორციელდება. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველა პროექტს, ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად. ბანკის მზარდი მწვანე პორტფელი დღეს აერთიანებს პროექტებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მდგრადი მშენებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ეკო/ბიო პროდუქტის წარმოება და სხვა. თითოეული ეს პროექტი არის რეალური ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი მომავლისკენ, ამ პროცესში კი საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, — განაცხადა ნინო თავაძემ, საქართველოს ბანკის მწვანე და კლიმატის დაფინანსების პორტფელის მენეჯერმა.
"2024 წლის შედეგები ნათლად ადასტურებს საქართველოს ბანკის სტრატეგიულ ერთგულებას მდგრადობის მიმართ და ჩვენს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. 2023 წელს ჩვენ მიზნად დავისახეთ, 2024 წლისთვის მწვანე პორტფელის 875 მილიონ ლარამდე გაზრდა, თუმცა რეალურმა მაჩვენებელმა 1,024 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 36.3%-ით მეტია. მდგრადი დაფინანსება ჩვენი ESG სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული მიღწევები და ჩვენი ლიდერული პოზიცია კი ადასტურებს, რომ ეს სტრატეგია წარმატებით ხორციელდება. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობას”, — განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, მწვანე ტაქსონომია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა, ოფიციალურად განმარტავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას და მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2023 წლიდან ყველა ბანკი ვალდებულია მწვანე დაფინანსების ანგარიშგება მოახდინოს ქვეყანაში არსებული მწვანე კლასიფიკაციის სისტემის/ტაქსონომიის მიხედვით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები