სომხეთმა და EU-მ პარტნიორობის ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი მიიღეს — EU სომხეთს €15 მლნ-ს გამოუყოფს
სომხეთმა და ევროკავშირმა ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი მიიღეს, რასაც მათი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აჰყავს. ევროკავშირმა "სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისა და უფრო გამძლე სომხეთისთვის" 15 მილიონი ევროს (17 მილიონი დოლარი) გამოყოფაც დააანონსა.
გადაწყვეტილება სამშაბათს ბრიუსელში, სომხეთისა და ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მეექვსე შეხვედრის ფარგლებში მიიღეს. შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ესწრებოდნენ.
საერთო პრესკონფერენციაზე კალასმა განაცხადა, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა "წლების განმავლობაში მხოლოდ უმჯობესდება". მან ახალი სტრატეგიული დღის წესრიგი უწოდა "საერთო ამბიციას, ერთად იმუშაონ ბევრად უფრო მრავალ სფეროში".
ამ სფეროებს შორისაა სომხეთის რეფორმები, სომხური ეკონომიკის "დივერსიფიკაცია და მოდერნიზაცია", ვიზა ლიბერალიზაცია და უსაფრთხოება.
კალასმა ასევე 15 მილიონი ევროს გამოყოფა დააანონსა, რომელიც "დააფინანსებს მრავალ ინიციატივას, მათ შორის ნაღმების განეიტრალების სწავლებასა და აღჭურვილობას, ასევე რეგიონული ნდობის გამყარების ღონისძიებებს". მისი თქმით, თანხების ნაწილი გამოყენებული იქნება საზღვრის მართვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებითაც.
კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, "რუსეთისა და მისი მარიონეტებისგან" დეზინფორმაციის კამპანიები შენიშნა — კამპანიები, "იგივე ქსელების მიერ, რომლებიც მოლდოვაში ვიხილეთ".
"ჩვენი დაფინანსება ასევე მოიცავს უცხოურ ჩარევაზე რეაგირებას, მისი აღმოჩენისა და ანალიზის სისტემებს," — თქვა კალასმა და დაამატა: "მოდით, ნათლად ვთქვათ — თქვენ ამ გამოწვევებს მარტო არ უპირისპირდებით. ჩვენ აქ ვართ, რათა აქტიურად დაგიჭიროთ მხარი."
კალასმა ასევე სომხეთ–აზერბაიჯანის მშვიდობის პროცესის მიმართ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა გამოხატა.
თავის მხრივ, მირზოიანმა აღნიშნა, რომ ახალი დღის წესრიგის ხელმოწერით, მხარეებმა თავიანთი პარტნიორობა სხვა სტრატეგიულ დონეზე აიყვანეს და "ახალი დღის წესრიგი" გახსნეს.
"ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ამბიციის დასასრული არ არის,"— განაცხადა მირზოიანმა, რომელიც სომხეთის მარშში მიღებულ კანონზე მიუთითებდა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას ეხებოდა.
"დღევანდელი შეხვედრის გზავნილი ნათელია — სომხეთ–ევროკავშირის პარტნიორობა შედის ახალ და უფრო ამბიციურ ფაზაში, საერთო ხედვითა და საერთო პასუხისმგებლობით, რათა ჩვენს მოქალაქეებს რეალური შედეგები მოვუტანოთ," — აღნიშნა მირზოიანმა.
ბოლოს, კოსმა განაცხადა, რომ რეგიონული კავშირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, სპეციალური ოთხმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე — სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ევროკავშირი — მსჯელობა მიმდინარეობს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები