საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა საქართველოზე რეზოლუციას ამზადებს, რომლითაც ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეებისთვის დასანქცირებას ითხოვს
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია განიხილა.
რეზოლუციის პროექტით ფრანგი პოლიტიკოსები საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებენ დაგმონ რუსული ძალის ჩარევა საქართველოს პოლიტიკაში, დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული პირები. მათივე თქმით, ევროპარლამენტი დემოკრატიული განვითარების მთავარ დაბრკოლებად "პრორუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს" მიიჩნევს.
"მოსკოვის იდეოლოგიური და სტრატეგიული გავლენა საქართველოში სულ უფრო ძლიერდება, რაც პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია არხებით ხორციელდება. ეს გავლენა გამოიხატება მმართველი პარტიის ქართული ოცნების დამფუძნებლისა და პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადამწყვეტ როლში, რომლის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო საქმეებში ჩარევას ევროპარლამენტი დემოკრატიული განვითარების მთავარ დაბრკოლებად მიიჩნევს. ამგვარად, ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, ოპოზიციის რეპრესიები, ისტორიის გადაწერა და მოსკოვის მზარდი გავლენა სისტემურ რყევას ასახავს. ამ სიტუაციის წინაშე, საფრანგეთსა და ევროკავშირზეა დამოკიდებული, იმოქმედონ ნათლად და მტკიცედ დემოკრატიული პრინციპების, ევროპული სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის სურვილის მხარდასაჭერად, რომელსაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი გამოხატავს," — ვკითხულობთ რეზოლუციაში, რომელიც ტექსტსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.
რეზოლუციის ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე — საფრანგეთის მთავრობამ განიხილოს ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული საპატიო ლეგიონის ორდენის გაუქმება.
- მოვუწოდებთ ევროპულ ინსტიტუტებს, ნებისმიერი გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება პოლიტიკური კრიტერიუმების, კერძოდ, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე იყოს დამოკიდებული;
- მოვუწოდებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, განსაკუთრებით რუსეთის რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე;
- მოვუწოდებთ საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, მხარი დაუჭიროს ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში ნახსენები პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო თანამოაზრეების მიმართ მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების მიღებას, ევროპარლამენტის მოწოდების შესაბამისად და შეერთებული შტატების მიერ უკვე დაწესებული სანქციების შემდეგ;
- მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის, კერძოდ, ოპოზიციის ლიდერებისა და ახალგაზრდა მშვიდობიანი მომიტინგეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დემოკრატიული აქტივიზმისთვის არიან გასამართლებულნი;
- მოუწოდებს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას, შეისწავლოს ის გარემოებები, რომელთა გამოც ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა და განიხილოს ამ ჯილდოს გაუქმების საკითხი, მისი ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილ ღირებულებებს", — წერია რეზოლიუციაში,
დისკუსიის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლე საბოლოოდ 17 დეკემბერს განიხილავს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები