CLAAS-ის უახლესი მოდელი AXION 9.450 მაღალი სიმძლავრის კატეგორიაში 2026 წლის ტრაქტორად დასახელდა
ფოტო: აგროსფერო
სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენა Agritechnica 2025-ზე ინოვაციური ტრაქტორების მწარმოებელმა CLAAS-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ლიდერობა. ბრენდის დიდი ტრაქტორების სერიის ახალმა მოდელმა AXION 9.450 TERRA TRAC-მა მაღალი სიმძლავრის კატეგორიაში 2026 წლის ტრაქტორის ტიტული მოიპოვა.
საერთაშორისო ჟიურის შეფასებით, CLAAS-ის უახლეს მოდელში კიდევ უფრო გაუმჯობესებულია ძრავის სიმძლავრე, ჰიდრავლიკის სისტემის შესაძლებლობები და მონაცემებზე დაფუძნებული მართვის ფუნქცია. მისი აღნიშვნით, სწორედ ამ მახასიათებლების კომბინაცია გამოარჩევს ახალ ტრაქტორს სხვა მსგავსი პროდუქტებისგან.
სტატიაში უფრო დეტალურად გაგაცნობთ AXION 9.450 TERRA TRAC-ის რეალურ შესაძლებლობებსა და იმ მახასიათებლებს, რომლებმაც განაპირობა მოდელისთვის წლის ტრაქტორის წოდების მინიჭება.
მაქსიმალური სიმძლავრე და ეფექტიანობა
AXION 9.450 TERRA TRAC აღჭურვილია 8.7-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი Cursor 9 Stage V ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს 450 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს და მაქსიმუმ 1 850 ნიუტონ მეტრ ბრუნვის მომენტს. ეს საშუალებას აძლევს ტრაქტორს გაუმკლავდეს ყველაზე მძიმე სამუშაოს, როგორც ნაკვეთში, ისე გზაზე.
ძრავის დიზაინის დამსახურებით, მაქსიმალური სიმძლავრე ხელმისაწვდომია დაბალ ბრუნებზეც, რის გამოც ის გაცილებით ნაკლებ საწვავს მოიხმარს. გარდა ამისა, AXION 9.450 თავსებადია HVO ბიოსაწვავთან, ამ დროს CO₂ ემისიები 90%-მდე მცირდება. ეს ინოვაციური გადაწყვეტა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რადგან აერთიანებს მაღალი სიმძლავრის შესაძლებლობებს გარემოს დაცვის სტანდარტებთან.
ცალკე უნდა აღვნიშნოთ, AXION-ის Dynamic AUTO DROOP სისტემა, რომელიც ოპერატორის ჩარევის გარეშე, ავტომატურად არეგულირებს ძრავის დატვირთვას და ენერგომოხმარებას სხვადასხვა მოქმედების შესრულების დროს.
TERRA TRAC — ნიადაგის დაცვა და მაქსიმალური მოჭიდება
AXION 9.450-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია TERRA TRAC. ეს არის CLAAS-ის მიერ შემუშავებული ნახევრად მუხლუხიანი სავალი სისტემა, რომელიც დაყენებულია ტრაქტორის უკანა მხარეს. სისტემაში ჩვეულებრივი ბორბლების ნაცვლად გამოიყენება მუხლუხები, ე.წ. ტრეკები. ამ უნიკალური კონსტრუქციის დახმარებით:
- 50%-ით იზრდება საკონტაქტო ფართი ნიადაგთან, რაც აუმჯობესებს მოჭიდებას რთულ პირობებში, მაგალითად, სველ ან რბილ ნიადაგზე გადაადგილებისას;
- ტრაქტორის გადაადგილებისას ნაკლებად ზიანდება ნიადაგი;
- მოძრაობა ხდება გაცილებით სტაბილური, რაც უზრუნველყოფს ენერგიის დაზოგვასა და საწვავის ეკონომიას.
დამატებით, TERRA TRAC აღჭურვილია CTIC სისტემით, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მართავს საბურავების წნევას.
ჰიდრავლიკა და გადაცემათა კოლოფი — მაქსიმალური ძალა ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის
AXION 9.450 შექმნილია იმისთვის, რომ ყველაზე რთულ სამუშაოსაც მარტივად გაუმკლავდეს. ის ეფექტიანად მუშაობს ძალიან მძიმე და მაღალი დატვირთვის აგრეგატებთანაც კი, როგორებიცაა ნიადაგის დასამუშავებელი ინვენტარი, სათესი სისტემები, კულტივატორები და ა.შ.
ტრაქტორს აქვს 370 ლ/წთ მაქსიმალური ჰიდრავლიკური წარმადობა. რის გამოც შესაძლებელია, უკანა და წინა აგრეგატებმა ერთდროულად და შეუფერხებლად იმუშაოს, თუნდაც ძალიან დიდი დატვირთვის პირობებში. მოდელი აღჭურვილია ISOBUS და Power Beyond სისტემებით, რაც ამარტივებს ტრაქტორის დანადგარებთან ინტეგრაციას.
AXION 9.450-ს აქვს ZF TMG 45 HD Silent CVT გადაცემათა კოლოფი. ვარიატორული ტრანსმისია (CVT) ავტომატურად უზრუნველყოფს სიჩქარის შეუფერხებლად ცვლას დატვირთვისა და ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად, რის გამოც ძრავა მუშაობს უფრო ეფექტიანად, მოძრაობა უფრო რბილია, ხმაური კი მინიმალური.
CEMOS და CEBIS Connect პროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივებისთვის
AXION 9.450 ახალი თაობის ინტელექტუალურ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, რომელთა დახმარებითაც ოპერატორს ეძლევა პროცესების მაქსიმალური კონტროლისა და სამუშაოს უფრო ზუსტად და უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობა.
აუცილებლად უნდა გამოვყოთ, სისტემა CEMOS, რომელიც რეალურ დროში ახდენს პროცესების ოპტიმიზირებას. საქმე ისაა, რომ პროგრამა მყისიერად აანალიზებს სამუშაო პირობებს და ავტომატურად არეგულირებს ტრაქტორის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს, როგორებიცაა საბურავების წნევა, ძრავის დატვირთვა, გადაცემათა კოლოფის მუშაობა და საწვავის მოხმარება.
AXION 9.450, ასევე, აღჭურვილია CEBIS Connect-ით, ტერმინალით, რომლის დახმარებითაც ოპერატორი აკონტროლებს ვიდეოკამერებს, ISOBUS-თან დაკავშირებულ აგრეგატებს, GPS Pilot-ს, Precision Farming-ისა და სხვა ტიპის ფუნქციებს.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან AXION 9.450-ში ხელმისაწვდომი იქნება, აგრეთვე AgXeed VCU. ამ ფუნქციის დახმარებით, ოპერატორი შეძლებს წინასწარ მისცეს ტრაქტორს დავალებები და დაუდგინოს სამუშაო მარშრუტი, რასაც ის შემდგომ ავტომატურად შეასრულებს.
განახლებული კაბინა ოპერატორის მაქსიმალური კომფორტისთვის
AXION 9.450-ის ახალი სალონი შექმნილია იმისთვის, რომ ოპერატორმა დაუღლელად შეძლოს მუშაობა საათების განმავლობაში. კაბინის საერთო მოცულობა 3 მ³-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცეა ამ კლასის ტრაქტორებს შორის. გარდა ამისა, კაბინა გამორჩეულია მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციით, რის შედეგადაც სალონში ხმაურის დონე ძალიან დაბალია, მხოლოდ 66 dB.
ღამის სამუშაოებისთვის AXION 9.450 აღჭურვილია 22 LED-ფარით, რომლის საერთო სიმძლავრე 56,000 ლუმენია. ეს უზრუნველყოფს ფართო და თანაბარ განათებას ნებისმიერი მიმართულებით, შესაბამისად, სრულყოფილ ხილვადობას, ინვენტარების უკეთ კონტროლის შესაძლებლობასა და უსაფრთხოებას. საბოლოოდ კი, LED განათება საშუალებას აძლევს ოპერატორს ისევე სრულფასოვნად იმუშაოს ღამით, როგორც დღისით.
CLAAS AXION 9.450 TERRA TRAC არ არის უბრალოდ ძლიერი ტრაქტორი — ეს არის თანამედროვე სოფლის მეურნეობის ახალი სტანდარტი, რომელიც სიმძლავრეს, ტექნოლოგიასა და კომფორტს აერთიანებს.
CLAAS-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია აგროსფეროა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ აგროსფეროს მაღაზიათა ქსელს ან დარეკეთ ნომერზე ნომერზე +995 322 500 900.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები