ფლანგვის დეტექტორი: საახალწლო დეკორაციებსა და ღონისძიებებზე 2025 წელს ₾12,5 მლნ-ზე მეტი იხარჯება
საახალწლო დეკორაციებსა და ღონისძიებებზე 2025 წელს 12,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.
ამ თანხიდან ყველაზე დიდი წილი თბილისზე მოდის, რომელმაც ამ მიზნისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. მას მოსდევს ბათუმი 1,326 მლნ ლარით, ხოლო ჯამურად ხუთი თვითმმართველი ქალაქი საახალწლო მზადებაზე 10 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს.
კვლევაში ნათქვამია, რომ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებლად თბილისის მერიამ 2025 წლის 7 ნოემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 8,28 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. თანხა მოიცავს როგორც მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს, ისე სხვა თანმდევ ხარჯებს და დაიფარება თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 და 2026 წლების ბიუჯეტის ასიგნებებიდან.
სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე გამოქვეყნებული სამი ტენდერის მიხედვით, ბათუმი საახალწლო გაფორმებასა და ღონისძიებებში 1,3 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ პირველი ტენდერი 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მისი სავარაუდო ღირებულება 976 060 ლარია და მოიცავს ქალაქის გასაფორმებლად საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების, დეკორაციებისა და სხვადასხვა მოწყობილობის მონტაჟსა და შემდგომ დემონტაჟს.
რაც შეეხება რუსთავს, ამ ეტაპზე გამოცხადებული ტენდერების მიხედვით, ქალაქის მუნიციპალიტეტს საახალწლო მზადება დაახლოებით 474 795 ლარი დაუჯდება.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, რუსთავისგან განსხვავებით, ქუთაისი საახალწლო სამზადისში თითქმის ორჯერ ნაკლებს ხარჯავს – ჯამში დაახლოებით 187 230 ლარს.
ფოტო: ფლანგვის დეტექტორი
"ფლანგვის დეტექტორის" მიერ შესწავლილი 25 მუნიციპალიტეტი საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში 2 567 242 ლარზე მეტს დახარჯავს.
სრული კვლევა ნახეთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები