საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროჰაბმა ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანია აგროჰაბი საკუთარი ქსელის გაფართოებას აგრძელებს. ამჯერად ჰიპერმარკეტის ახალი ფილიალი ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, #19-ში გაიხსნა.
ახალი ფილიალი სავაჭრო ტერიტორიას, კაფეს, ტერასასა და გარე და შიდა საპარკინგე სივრცეებს აერთიანებს. ის სრულად მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული. ფილიალში დასაქმებულია 300-ზე მეტი ადგილობრივი თანამშრომელი. საწარმოში კი ყოველდღიურად 1,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება.
ინფორმაციისთვის: აგროჰაბის პირველი ფილიალი 2016 წელს გაიხსნა და ის აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია საქართველოში. კომპანია თავად აწარმოებს სხვადასხვა პროდუქტს. მას აქვს ISO22000 სტანდარტით სერტიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, ფერმები, ხორცპროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ასევე საკუთარი ღვინის მარანი. აღსანიშნავია, რომ აგროჰაბში წარმოდგენილი პროდუქტები ნატურალური ქართული ნედლეულისგან მზადდება და წარმოების ყველა ეტაპზე მრავალსაფეხურიან შემოწმებას გადის.
“აგროჰაბის ქუთაისის ფილიალი არის რიგით მეორე, ბათუმის შემდეგ, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაიხსნა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებასთან წვდომა. ჩვენთვის ეს ზრდისა და მომხმარებელთან დაახლოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, ხოლო რეგიონისთვის ეკონომიკური სტიმული, რადგან მსგავსი ინიციატივები ქალაქში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და დასაქმებას უწყობს ხელს.
საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი პარტნიორობა ჩვენი საქმიანობის სტაბილურად განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც საერთო ხედვას ეფუძნება — ხელი შევუწყოთ ქართული წარმოების განვითარებას, მომხმარებლების წახალისებასა და ეკოსისტემის გაძლიერებას. წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის: ფერმერული და სასათბურე მეურნეობების გაძლიერება, ცენტრალური წარმოების გაფართოება და უახლესი პროექტი — ცენტრალური წარმოების მზის პანელებით აღჭურვა, რაც ენერგოეფექტიანობისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
გარდა ამისა, ერთობლივად შექმნილმა აქციებმა და შეთავაზებებმა ათასობით ერთგული მომხმარებელი გააერთიანა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პარტნიორობის მიზანი ნამდვილად მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული. სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ მათ არაერთ საინტერესო ინიციატივას შევთავაზებთ“, — განაცხადა აგროჰაბის დირექტორმა, გიორგი ჯაშიაშვილმა
ინფორმაციისთვის: აგროჰაბის ქუთაისის შენობის დიზაინზე არქიტექტურულმა კომპანია სტუდია9-მ იმუშავა, რომელიც 2025 წელს პრესტიჟული საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის Architizer A+Awards-ის გამარჯვებული გახდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები