ისრაელის ევროვიზიაზე დაშვების გამო, ოთხი ქვეყანა კონკურსს ტოვებს
ფოტო: AP Photo
რამდენიმეთვიანი დაძაბული განხილვის შემდეგ, დადასტურდა, რომ ისრაელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობას გააგრძელებს. კონკურსის ორგანიზატორის, ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU), ეს გადაწყვეტილება 4 დეკემბერს გახდა ცნობილი. მაშინვე გავიგეთ ისიც, რომ ისრაელის დაშვების გამო, ოთხი ქვეყანა კონკურსს ბოიკოტს უცხადებს.
ირლანდიამ, ესპანეთმა, სლოვენიამ და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ 2026 წლის ევროვიზიაზე მონაწილეობას არ მიიღებენ. აღნიშნულმა ქვეყნებმა ორგანიზატორებს ულტიმატუმი რამდენიმე თვის წინ წაუყენეს და ისრაელის კონკურსიდან მოხსნა მოსთხოვეს.
თუმცა, ისრაელის ევროვიზიაზე დარჩენის საკითხს კენჭი არ ეყარა, როგორც ეს მაშინ იყო დაგეგმილი. კენჭისყრა მხოლოდ კონკურსზე ახალი წესების დანერგვასთან დაკავშირებით ჩატარდა. EBU-ის ცნობით, წესები უზრუნველყოფს, რომ სამთავრობო უწყებებმა და სხვა კონკურსმიღმა პირებმა ევროვიზიის შედეგებზე გავლენა ვერ მოახდინონ. ეს გადაწყვეტილებაც ისრაელს უკავშირდება: ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყნის სამთავრობო უწყებები ინტერნეტსივრცეში განთავსებული რეკლამებით აქტიურად მოუწოდებდნენ მაყურებელს მხარდაჭერისკენ.
EBU ამბობს, რომ ისრაელის მონაწილეობის საკითხის დღის წესრიგში დაყენება ორგანიზაციის წევრების უმრავლესობამ საჭიროდ არ მიიჩნია. თუმცა, ჟენევაში გამართულ კრებაზე რვა ქვეყნის წარმომადგენლობამ ანონიმური კენჭისყრა მაინც მოითხოვა.
"ამ მოთხოვნას EBU-ის ხელმძღვანელობამ უარით უპასუხა, რაც ზრდის ჩვენს უნდობლობას ორგანიზატორების მიმართ და ადასტურებს, რომ კონკურსი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა", — განაცხადა ესპანეთის მაუწყებელმა.
ესპანეთი, რომელიც ევროვიზიაზე "დიდი ხუთეულის" წევრია (ხუთი ქვეყანა, რომელსაც კონკურსის ორგანიზებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო), ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე ქვეყნიდან, რომლებიც აქტიურად მოითხოვდნენ ისრაელის მოხსნას ფესტივალიდან. მოთხოვნას ქვეყნის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესიც უჭერდა მხარს.
ისრაელის პრეზიდენტი კი, ისააკ ჰერცოგი, EBU-ის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ქვეყანა "იმსახურებს, მსოფლიოს ყველა სცენაზე იყოს წარმოდგენილი".
"იმედს ვიტოვებ, ევროვიზია დარჩება კონკურსად, რომელიც კულტურის, მუსიკის და ერთა შორის მეგობრობის მხარეს დგას", — დაწერა ჰერცოგმა სოციალურ ქსელში.
ევროვიზიის კონკურსზე დარჩენის მომხრე იყო 2026 წლის მასპინძელი ავსტრიაც. ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი რამდენიმე კვირის წინ ისრაელშიც იყო სტუმრად და პრეზიდენტ ჰერცოგს შეხვდა.
როგორ გაგრძელდება 2026 წლის ევროვიზია
11 მაისი, ევროვიზია 2025-ის გახსნის ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ბაზელში: შეკრებილები პალესტინის დროშებით და საპროტესტო ბანერებით ხვდებიან ისრაელის წარმომადგენელს. პალესტინური ქუფიით შემოსილმა ერთ-ერთმა პროტესტანტმა მუსიკოსს ყელის გამოჭრის გამომხატველი ჟესტიც უჩვენა, რის გამოც ისრაელის დელეგაციამ ადგილობრივ პოლიციას მიმართა.
ფოტო: Fabrice Coffrini / AFP
2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საიუბილეოა — რიგით 70-ე ევროფესტივალს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. სკანდალებით სავსე წლევანდელი კონკურსის შემდეგ, ორგანიზატორებმა რამდენიმე წესი შეცვალეს.
- თითოეულ ტელემაყურებელს მხოლოდ 10-ჯერ ექნება ხმის მიცემის საშუალება და არა 20-ჯერ, როგორც წინათ იყო;
- ტელემაყურებელთან ერთად, კონკურსის ნახევარფინალურ ტურებში ჟიური ისევ მისცემს ხმას (როგორც 2023 წლამდე იყო);
- მონაწილეებს აეკრძალებათ, ჩაერთონ კონკურსმიღმა პირების, მათ შორის, სამთავრობო უწყებების პრომოკამპანიებში.
ამასთან, EBU დამატებით ზომებს მიიღებს ხმის მიცემის პროცესში უსაფრთხოების დაცვისა და შედეგების გადამოწმების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება მონაწილე ქვეყნების რაოდენობას: მართალია, 2026 წლის ევროვიზიას ოთხი ქვეყანა უცხადებს ბოიკოტს, თუმცა, სამი ქვეყანა — რუმინეთი, ბულგარეთი და მოლდოვა — კონკურსზე ბრუნდება. ამასთან, განიხილება ორი არაევროპული ქვეყნის — კანადის და ყაზახეთის — მონაწილეობაც. ორივე ქვეყნის მაუწყებელი EBU-ის ასოცირებული წევრია და ორგანიზატორების მოწვევის შემთხვევაში, ევროვიზიაზე მონაწილეობა შეუძლიათ. 2015 წელს, მე-60 საიუბილეო ევროვიზიაზე სწორედ ასე მოიწვიეს ავსტრალია, რომელიც უკვე რეგულარულად მონაწილეობს კონკურსზე.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები