ამირან გამყრელიძე: გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ!
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ IPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ 2024 წლის აქციების დარბევა გაკვეთილი უნდა იყო სახელმწიფოსთვის, რომ ქიმიური ნივთიერება აღარ გამოიყენონ მოსახლეობის წინააღმდეგ.
"სასურველია ცნობილი იყოს, თუ რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული. გასულ წელს, როდესაც ქვეყანაში აქციების დაშლა დაიწყეს, ვთქვი, რომ არ იყო სასურველი მსგავსი არაპროპორციული ძალის გამოყენება. დეკემბერი იყო, სიცივე, წყლის ჭავლი და გარკვეული ქიმიური ნივთიერებების შერევა.... რამდენიმე დღის განმავლობაში, ახალგაზრდების ერთი და იმავე ნაკადი იკრიბებოდა და განგრძობითი ზემოქმედება ჰქონდა... ასევე, ხალხის დაშლის შემდეგ თუ არ ხდებოდა ქუჩების დეზინფექცია, მაშინ ეს ნივთიერებები დიდი ხანი დარჩებოდა ზედაპირზე.
9 აპრილის გამოცდილებიდან მახსოვს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოდიოდნენ მოწამლული ადამიანები, იქ მაცხოვრებლები, ასევე სამძიმარზე მიდიოდნენ დაღუპულ ადამიანებთან, იქ კი ყვავილებთან კონტაქტის შემდეგ, ეს ნივთიერებები დიდხანს ინარჩუნებდა მდგრადობას," — თქვა გამყრელიძემ.
გამყრელიძემ ასევე დასძინა, რომ ჩახუნაშვილების კვლევა დარბევიდან 1,5 თვის შემდეგ იყო ჩატარებული და ის ფაქტი, რომ 70 გამოკვლეულ ადამიანს კიდევ აღენიშნებოდა მოწამვლის კვალი ეს ნიშნავს, რომ ქიმიურ ნივთიერებებს მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი. შემდეგ გამყრელიძემ გაიხსენა, თუ როგორი რეაგირება იყო 9 აპრილის დარბევის შემდეგ და თქვა, რომ დაზარალებულებს ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა და რეაბილიტაციის ცენტრებიც შექმნა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გააჩნია რა ნივთიერება იყო გამოყენებული. მოსალოდნელი იყო, რომ ამას გარკვეული ზემოქმედება ექნებოდა. მე ვნახე კვლევა, რაც ჩახუნაშვილებმა ჩაატარეს. კვლევა ჩატარებულია 1 თვე თვენახევრის შემდეგ. 70 ადამიანი გამოიკვლიეს ინსტრუმენტულად. გვიან არის ჩაწერილი, დარბევიდან 2-3 თვის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მართლა ჰქონდა ხანგრძლივი ეფექტი [ქიმიურ ნივთიერებებს].
ეს ქიმიური ნივთიერებები, რომელიც გაფრქვევის გზით გამოიყენება, ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანებას იწვევს. სასურველი იყო რისკ-ჯგუფების გაფრთხილება. ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების მიმართ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.
სპეციალისტები უნდა ესაუბრონ მოსახლეობას, თუ რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს. 9 აპრილის შემდეგ, ყოველდღიური კომუნიკაცია იყო მოსახლეობასთან, ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა, თუ რას იწვევდა გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, დაზიანებული ადამიანების მკურნალობა-რეაბილიტაციის პროგრამა შეიქმნა.
დღეს პანიკაა საზოგადოებაში. ექიმებმა რაც შეიძლება მეტი უნდა ისაუბრონ. დიდი დროა გასული, თუ ძლიერი ინტოქსიკაცია არ იყო, არ იყო გამოყენებული ძლიერი ტოქსიკური ნივთიერება, დიდი ალბათობით, ორგანიზმიდან გასული იქნება. პანიკის საფუძველი არ უნდა იყოს. გაკვეთილი უნდა იყოს, რომ ასეთი ქცევა არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობის მიმართ! არ შეიძლება მოსახლეობის მიმართ ასეთი არაპროპორციული ძალის გამოყენება.
მოსახლეობა უნდა დამშვიდდეს. თუ ფიქრობენ, რომ დარბევის დროსთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ, ოჯახის ექიმს მიმართონ კონსულტაციით და რჩევების მიხედვით მოიქცნენ. 1 წელზე მეტია გასული და ვფიქრობ, ახლა ჯანმრთელობის დიდი პრობლემები არ უნდა იყოს, თუ რისკის ჯგუფში არ შედიოდნენ — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ IPN-თან საუბრისას.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2024 წელს "საერთოდ არ იყო მიმართვიანობა" დარბევისგან მოწამვლის შესახებ და 9 აპრილის ინციდენტი გაიხსენა.
"თქვენ ხართ ამ ხელოვნური სკანდალის თანამონაწილე. საზოგადოებამ იცის ყველაფერი — მიმართვიანობაც კი არ იყო კლინიკების მიმართ. თქვენ გახსოვთ 9 აპრილის დროს რამხელა მიმართვიანობა იყო, რამდენი ხანი გრძელდებოდა პაციენტების მკურნალობა და ა.შ როდესაც კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული. აქ არ ყოფილა არავითარი მიმართვიანობაც კი. ხელოვნურად ცდილობთ შექმნათ სკანდალი იქიდან, სადაც სკანდალი არ არის," — თქვა კობახიძემ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები