Bloomberg: თურქეთი სომხეთთან საზღვრის გახსნას მომდევნო 6 თვეში განიხილავს
თურქეთი სომხეთთან სახმელეთო საზღვრის "მომდევნო ექვს თვეში" გახსნის შესაძლებლობას განიხილავს — ამის შესახებ Bloomberg "საქმესთან ახლოს მყოფ" წყაროებზე დაყრდნობით წერს. მიუხედავად იმ შეთანხმებებისა, რომლებიც ქვეყნებს შორის 2022 წლიდან არსებობს, თურქეთს სახმელეთო საზღვარი ჯერ კიდევ დახურული აქვს.
2022 წლის შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა დაასაბუთეს, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეებსა და დიპლომატებს საზღვრის გადაკვეთა უნდა შესძლებოდათ. თუმცა, სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილია და მისი გახსნის პროცესის წინსვლას თურქეთი სომხეთ–აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს უკავშირებს.
სექტემბერში, სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების ბოლო შეხვედრის შემდეგ, რომელიც საერთო საზღვარზე და შემდეგ ერევანში მოხდა, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, "დააჩქარონ" 1993 წელს — პირველი ყარაბაღის ომის კონტექსტში — დაკეტილი საზღვრის გახსნის პროცესი.
2022 წლის შეთანხმებების შესაბამისად, ჯერ უცნობია, გახსნა სრული იქნება თუ ნაწილობრივი.
Bloomberg-ის წყაროების თანახმად, თურქეთი სომხეთში ელჩს მხოლოდ მას შემდეგ დანიშნავს და დიპლომატიურ ურთიერთობებს მხოლოდ მას შემდეგ აღადგენს, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის გაფორმებასაც ანკარა მომავალი წლის პირველი ნახევრისთვის ელის, ოფიციალურად მოაწერენ ხელს.
"თუ ჩვენ ახლა ნორმალიზაციას დავიწყებთ, სომხეთს ყველაზე დიდ მოტივაციას წავართმევთ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის", — თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ნოემბერში.
ფიდანმა დამატებით განმარტა, რომ ამან შესაძლოა რეგიონში გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება გამოიწვიოს, რაც არ სურთ.
2024 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი წინასწარ მოაწერეს, რაც მრავალწლიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. თუმცა ბაქო ამტკიცებს, რომ საბოლოო ხელმოწერას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდება, როდესაც სომხეთი თავის კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, რადგან აზერბაიჯანელი ოფიციალური პირების თქმით, მასში ტერიტორიებთან დაკავშირებული პრეტენზიებია მოცემული.
Bloomberg-ის შეფასებით, აზერბაიჯანთან დიპლომატიური გარღვევა და თურქეთთან საზღვრის გახსნა, სავარაუდოდ, სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, მნიშვნელოვან მხარდაჭერას მისცემს, ხოლო მის ახალ ვადაზე კი სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო გაფორმება გახდება შესაძლებელი.
სომხეთისა და თურქეთის საგარეო უწყებებს Bloomberg-ისთვის კომენტარების თხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.
ნოემბრის ბოლოს სომხეთმა სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენელთა შეხვედრას აკიაკა-ახურიკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გიუმრიში უმასპინძლა.
Armenpress-ის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს "ტექნიკური განხილვების მეორე ეტაპი, რომლის მიზანიც ყარსი–გიუმრის სარკინიგზო ხაზის აღდგენა და ხელახლა ამოქმედებაა", — განაცხადა სომხეთ–თურქეთის ნორმალიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუბენ რუბინიანმა.
თავის მხრივ, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა დეკემბრის დასაწყისში დააანონსა, რომ რეგიონში სატრანსპორტო და კავშირების ინფრასტრუქტურის ასაშენებლად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სპეციალური ოთხმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შედგება სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებისგან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები