ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ისინი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება, საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ჩაატარონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების შეფასება და მოამზადონ პრევენციული რეკომენდაციები.
"მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებს, 2024 წელს საქართველოში გამართულმა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა და მათ დაშლასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო. სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებში, მათ შორის BBC-ის მიერ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე გავრცელებულ მასალებში, გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილე მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ კითხვებს და საჭიროებას ობიექტური, დამოუკიდებელი ანალიზის.
საყურადღებოა ამ საკითხზე ექიმების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევაც, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში, Toxicology reports-ში. კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკურად სარწმუნო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს მეტად აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ცვლილებები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რაც ქმნის საჭიროებას საერთაშორისო სტანდარტებით ობიექტური ექსპერტიზის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს. მეორე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ ვალიფიციური სამართლებრივი რეაგირება, რომელიც დაეყრდნიბა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებებს და საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს. და მესამე, ჩაატაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმაროს დაზარალებულ პირებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკური შეფასება, ჩვენი, როგორც ექიმების, პროფესიული და ეთიკური ვალდებულებაა დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, უზრუნველვყოთ ნებისმიერი შესაძლო მასობრივი ზიანის შემთხვევაში გამოძიება საერთაშორისო სამართლის უნივერსალური სტანდარტებით", — აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, BBC-ის ცნობით, ქართულმა ოცნებამ გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა.
მეტი BBC-ის გამოძიებაზე:
- BBC: მთავრობამ თბილისის აქციებზე პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა — რა ვიცით გამოძიებაზე
- IPI ჟურნალისტების სავარაუდო აკრძალულ ქიმურ ნივთიერებასთან კონტაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
- დავით მათიკაშვილი: "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ BBC-ის ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა დაევალოს"
- კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ნივთიერება 2007 და 2009 წელს იქნა შეძენილი და პასუხისმგებლობა ეკისრება მერაბიშვილს და არა გომელაურს
- ვახტანგ გომელაური BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა
- მიხეილ სარჯველაძე: "კანონსაწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს საშუალებები, რომელიც იწვევს ცრემლდენას"
- გურამ მაჭარაშვილი: BBC-ის მიერ გავრცელებულ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს
- BBC: მთავრობამ თბილისის აქციებზე პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა — რა ვიცით გამოძიებაზე
- "არაფერი ყოფილა გამოყენებული, რაც არის აკრძალული, რაც დაშვებულია და მისაღებია, ის იყო გამოყენებული" — კახა კალაძე BBC-ს გამოძიებაზე
- გადაამოწმონ და თუ დადასტურდება, რაც უნდა ის უქნიათ — თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის გამოძიებაზე
- საქართველოში ქიმიური იარაღის სკანდალი ტრამპის ყურადღებას იმსახურებს — რას წერს Washington Examiner BBC-ის გამოძიებაზე?
- ჰელსინკის კომისია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას და მოკავშირეებს, გადაამოწმონ თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და დააწესონ სანქციები
- პეტრას აუსტრევიჩუსი: "თუ მართალია, რომ სპეცრაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური აგენტი გამოიყენა, ეს დანაშაულია"
- ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული [ნივთიერება] ამას ადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით — ირაკლი კობახიძე BBC-ის გამოძიებაზე
- "ქართული ოცნება" BBC-ს გამოძიებას "უპასუხოდ არ ტოვებს" და ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მიმართავს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები