"ისინი ტყუიან, მათ ბევრი რამე დამალეს" — ლაშა შერგელაშვილი სუს-ის განცხადებაზე
ფოტო: ფორმულა
"ისინი ტყუიან. მათ ბევრი რამე დამალეს", - განაცხადა სუს-ის განცხადებაზე საუბრისას ტელეკომპანია "ფორმულასთან" ინტერვიუში BBC-ის საგამოძიებო ფილმის რესპონდენტმა, გდდ-ს შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა, ლაშა შერგელაშვილმა.
"მე ქიმიკოსი არ ვარ, არ ვიცი მისი შემადგენლობა. მე მხოლოდ ის ვიცი, თუ როგორ იყო ეს პრაქტიკაში, როგორ გამოიყენებოდა ეს, და რაც პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი - მხოლოდ ის შემიძლია მოგახსენოთ, რომ როდესაც მასას ერთმანეთში აზავებდნენ, ორი პიროვნება იყო ყოველთვის შეზავების პროცესში. მე შორიდან მაქვს ეს ნანახი, იქ ახლოს ვერ მივიდოდი. ისინი სპეციალურ კომბინეზონებში ჩაცმულები იყვნენ, აირწინაღები ეკეთათ, ხელთათმანებით აღჭურვილები და ამგვარ პროცესით ურევდნენ ერთმანეთში ამ ქიმიურ ფხვნილს და სითხეს. მე ვერ გეტყვით და ვერ გიპასუხებთ, რამდენად მართებულია სუს-ის განცხადება, მაგრამ შემიძლია ჩემი მოსაზრება გითხრათ — ისინი ტყუიან. მათ ბევრი რამე დამალეს", — განაცხადა ლაშა შერგელაშვილმა.
შერგელაშვილი აცხადებს, რომ "ეს ნივთიერება 2009 წელს, ან 2009 წლამდე დაიტესტა და როდესაც აღმოაჩინეს, რომ ის გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, მისი დალუქვა მოხდა.
"ჩვენ ეს ნივთიერება დავტესტეთ 2009 წელს, ან 2009 წლამდე. ეს მოხდა იალღუჯაზე. ჩვენ ყოველთვის ვტესტავდით ნებისმიერ საშუალებას იმისათვის, რომ გაგვეგო, მისი რეაქცია როგორი იქნებოდა. ტესტირების დროს იქ იყო უამრავი ადამიანი, მარტო მე არ ვყოფილვარ. შემცველობა ამ შენაერთების ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა. მე ვიცოდი, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ვიყავი, ვინაიდან ჩემს აღრიცხვაზე იყო. იცოდა ჩემმა ხელმძღვანელობამ, რომელიც ზემოდან აკვირდებოდა ამ პროცესებს და მათ შორის კიდევ მაღალი თანამდებობის პირები.
ამ პროცესში, როდესაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე მანამდე მიღებული რომელიმე წიწაკის გაზი, რომელიც მანამდე არაერთხელ დავტესტეთ, მოვახსენეთ, რომ ასეთი პროცესები იყო. ადამიანს ხანგრძლივად უვითარდება მოწამვლის პროცესები, შემდეგ ემართება ღებინებები და ა.შ. ჩვენ ტესტირების მომენტში შევთავაზეთ, რომ არ იქნებოდა ამის გამოყენება სასურველი. და სხვათა შორის, მაშინვე თქვეს, რომ თუ ეს ასეთი თემა იყო, არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე მოხდა ამის დალუქვა", — განაცხადა შერგელაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გაუჩნდა ეჭვი, რომ 2020 წლის 8 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სწორედ ეს ნივთიერება გამოიყენეს, შერგელაშვილი პასუხობს, რომ მანდ ეს ზუსტად იცის.
"ზუსტად ვიცი, რომ ეს იყო გამოყენებული", — განაცხადა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილმა უფროსმა.
შეგახსენებთ, რომ BBC-იმ 1-ელ დეკემბერს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა".
6 დეკემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ითქვა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "ბრომობენზილ ციანიდი", იგივე "კამიტი" არასდროს შეუძენია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ლაშა შერგელაშვილის მიმართ სუსში ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მათი თქმით, "გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები