პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში?
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტი წარადგინა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ" (TI) აღნიშნული კანონპროექტი შეისწავლა და ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა:
2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3.2 მლრდ ლარით გაიზრდება და 30.8 მლრდ ლარს მიაღწევს. ასეთ მატებას ახალი ვალის აღება და საგადასახადო შემოსავლების ზრდა განაპირობებს;
პრემიერ მინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14,600 ლარიდან 16,000 ლარამდე იზრდება. მინისტრის ხელფასი 12,410 ლარიდან 13,600 ლარამდე იზრდება, პარლამენტის წევრის 11,680 ლარიდან 12,800 ლარამდე.
70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 370 ლარი ხდება, ხოლო 70 და მეტი წლის პირთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარი იქნება;
საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 166-ით იზრდება. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში იზრდება;
საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა 79-ით მცირდება. შემცირება უმეტესწილად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის თაობაზე მომუშავე ადამიანებს შეეხოთ.
საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი სულ მცირე 10%-ით იზრდება. ხელფასების ზრდა შრომის ანაზღაურებაზე წლიურად გამოყოფილი თანხის 385 მლნ ლარით მატებას იწვევს;
2026 წელს მისაღები უცხოური გრანტების მოცულობა 85 მლნ ლარია, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ ნაკლებია, მაგრამ 2025 წლისაზე 27 მლნ ლარით მეტია. ევროკავშირის მიმდინარე გრანტები 2025 წლის მსგავსად განულებულია;
კაპიტალურ პროექტებზე 6.1 მლრდ ლარია გამოყოფილი, რაც 565 მლნ ლარით ნაკლებია 2025 წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტად ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება მცირდება. ყველაზე მეტად - 849 მლნ ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება და 9.7 მლრდ ლარს აღწევს;
თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე მომუშავე უწყებების დაფინანსება 486 მლნ ლარით იზრდება;
2026 წლის ბიუჯეტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაზე 53 მლნ ლარია გამოყოფილი. ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაში ეს თანხა 153 მლნ ლარი იყო და ბოლო ვერსიაში 100 მლნ ლარით შემცირდა;
2026 წელს მთავრობა 5.1 მლრდ ლარის ვალს აიღებს. აქედან, 3.3 მლრდ ლარი საგარეო ვალია, საიდანაც 1.4 მლრდ ლარი ევროობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდება. 2026 წლის ბოლოს მთავრობის ვალი 38.2 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 33.5% იქნება.
TI-ს სრული პუბლიკაცია ნახეთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები