სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და 2 პირი — ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ.
ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წინასწარ პატიმრობაში დამძიმდა და ის ყოველდღიურ რეაბილიტაციას საჭიროებს. ფორმულას ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ საზღვარგარეთ იკურნება და კიდევ ერთხელ შეახსენა სასამართლოს, რომ ის 8 შვილის მამაა.
"ბატონო მოსამართლევ, თქვენ ბრძანეთ, რომ არსებითად რა შეიცვალაო. არსებით გარემოებად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა დაცვის მხარემ. ამას ვადასტურებ. ეს საჭიროებს ყოველდღიურ რეაბილიტაციას. კერძოდ, სახსრის მასაჟებს და ა.შ. და ეს ვერ ხერხდება პენიტენციურ დაწესებულებაში. მეორე, არსებითად რაც შეიცვალა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა, პატიმრობა, შეიძლება შეეხებოდეს ძალადობრივ დანაშაულებს. დაცვის მხარე სწორედ ამას ასაბუთებს, რომ მიზანშეწონილი არაა, ჩვენს საქმეში ყველაზე მკაცრი ზომა იყოს გამოყენებული.
მტკიცებულებები რაც უკვე დასრულდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვება დასრულდა, ვერ გასცდა ირიბ და დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს. ეს არის ზუსტად ის არსებითი გარემოება, რაც შეიცვალა.
აქამდე ბრალდების მხარეს ჰქონდა დრო მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც შეიძლება მოსამართლისთვის გამხდარიყო საფუძველი მკაცრი ღონისძიების გამოყენებისთვის. არსებითად შეიცვალა ის, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოიპოვა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულება," — განაცხადა ბურჭულაძემ.
სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა, ანა ლეკიაშვილმა IPN-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბურჭულაძის საქმეში 135 მოწმეა, რომელთაგანაც ათეული დაიკითხა და დაადასტურა ბრალდებულების ბრალეულობა. რაც შეეხება ვლადიმერ ღუდუშაურს, პროკურორის განცხადებით ბრალდებულს მას შემდეგ შეეცვალა აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი, რაც მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, დანაშაული აღიარა და ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
"დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაშვების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დაახლოებით 135 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით ექსპერტიზა, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ აღნიშნული პირების ბრალეულობას," — განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, 11 სექტემბერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შემდეგი სხდომა 3 ნოემბერს ჩაინიშნა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები