ნახეთ ანიტა აბგარიანის პირველი რეპეტიცია საბავშვო ევროვიზიაზე — ფოტოები
ჩვენს ვარსკვლავს რა ძალა ჰქონია!
ფოტო: Corinne Cumming / EBU
2025 წლის საბავშვო ევროვიზიამდე სულ რამდენიმე დღეღა გვაშორებს. 13 დეკემბერს თბილისის ტანვარჯიშის არენა რიგით 23-ე ევროვიზია ჯუნიორს უმასპინძლებს. კონკურსის სამზადისი კულმინაციურ ფაზაში შევიდა: მონაწილეები უკვე საქართველოში არიან და რეპეტიციებს გადიან.
პირველი რეპეტიცია გაიარა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელმაც. ანიტა აბგარიანი თავის საკონკურსო სიმღერას Shine Like a Star ("ვარსკვლავივით ანათე") ფინალურ შოუზე მე-15 ნომრად შეასრულებს. როგორც რეპეტიციის ფოტოებიდან ვიგებთ, მასთან ერთად სცენაზე ოთხი მოცეკვავე იქნება.
ფოტო: Corinne Cumming / EBU
ფოტო: Corinne Cumming / EBU
10 წლის ანიტა აბგარიანმა საბავშვო ევროვიზიაზე რეკორდსმენი ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსი პირველი არხის პროექტ რანინაში გამარჯვებით მოიპოვა.
"ამ გამარჯვებით მივდივარ ევროვიზიაზე და მაქვს საპასუხისმგებლო მისია", — თქვა მაშინ ანიტამ, — "მე ჩემს მაქსიმუმს დავდებ, რომ კარგად წარვადგინო ევროვიზიაზე თავი".
ფოტო: Corinne Cumming / EBU
ფოტო: Corinne Cumming / EBU
ანიტას საკონკურსო სიმღერის ავტორი გიგა კუხიანიძეა. სწორედ კუხიანიძის დაწერილია ოთხივე სიმღერა, რომლითაც საქართველომ სხვადასხვა წელს კონკურსზე გაიმარჯვა.
ფოტო: Corinne Cumming / EBU
ფოტო: Corinne Cumming / EBU
ფოტო: Corinne Cumming / EBU
2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე 18 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საგანგებოდ 2026 წლის ევროვიზიისთვის, რომელიც კონკურსის საიუბილეო, 70-ე წელია, შეიცვალა ლოგო. ამდენად, წელს პირველად, ახალი ლოგოთი გაიმართება საბავშვო ევროვიზიაც. ამასთან, წინა წლებისგან განსხვავებით, კონკურსს ყოველწლიურად განსხვავებული სლოგანი აღარ ექნება და, ევროვიზიის მსგავსად, აქაც United by Music ("მუსიკით გაერთიანებული") გახდება შეუცვლელი დევიზი.
ფოტო: Corinne Cumming / EBU
რაც შეეხება სცენის დიზაინს, მისი ინსპირაცია ქართული კულტურული მემკვიდრეობაა. ცენტრში ქართული დოლის ერთგვარი მოდელია გაცოცხლებული, მის გარშემო წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმის ელემენტები კი სიმბოლურად ქვეყნის მთაგორიან ლანდშაფტებს, ციხესიმაგრეებსა და ტრადიციულ კოშკებს წარმოადგენს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები