საქართველოს აშშ-ის ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმარი დაკავშირებულია რუსულ კომპანიასთან, რომელიც სანქცირებულ რუს კომპანიებს იურიდიულ დახმარებას უწევს
კორპორატიულმა დოკუმენტებმა და საარქივო ჩანაწერებმა აჩვენა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის მეუღლე, დავით კუხალაშვილი მოსკოვში მოქმედი იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია, რომელიც კლიენტებს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და აქტივების გაყინვის თავიდან აცილების გზების პოვნაში ეხმარებოდა.
უკვე ათწლეულზე მეტია, რუსეთში ახალი იურიდიული განხრა ჩამოყალიბდა — "სანქციების სამართალი". მას შემდეგ, რაც დასავლურმა ქვეყნებმა ყირიმის ანექსიისა და მოგვიანებით უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის გამო მოსკოვს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რუსეთის იურიდიულმა ფირმებმა სწრაფად მოირგეს ახალი რეალობა. რამდენიმე მათგანი ახლა გაყინული აქტივების დაბრუნებაშია სპეციალიზებული, ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების რეჟიმებში ნავიგაციაში და ოპერაციების ისეთი ფორმით სტრუქტურირებაში, რომ თავიდან აიცილონ დამატებითი შეზღუდვები.
ამ ფირმებს შორის არის DTK Partners — მოსკოვში დაფუძნებული იურიდიული კომპანია, რომელიც 2014 წელს რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით კუხალაშვილმა დააარსა. იგი საქართველოში ასევე ცნობილია, როგორც აშშ-ში ახლად დანიშნული ელჩის, თამარ თალიაშვილის მეუღლე.
კუხალაშვილის რუსულ ბიზნესსაქმიანობაზე ბრალდებები თავდაპირველად მკვლევარმა ლიკა ბასილაია-შავგულიძემ გაავრცელა. ამ მიგნებებს OC Media-ს შემდგომი გადამოწმება და ანალიზიც ადასტურებს.
რუსული კორპორატიული ჩანაწერების თანახმად, კუხალაშვილმა DTK Partners დააარსა და მისი მფლობელი 2025 წლამდე იყო, თუმცა მისი პროფილი კომპანიის ვებსაიტიდან წელს წაიშალა. თუმცა, საიტის არქივირებულ ვერსიებში ის მმართველ დირექტორად 17 ივლისამდე იყო მითითებული — ტალიაშვილის ელჩად დანიშვნიდან ერთი კვირის შემდეგ.
სასამართლო დავაში რუსეთის პოლიტიკის ინტერესების დაცვა
DTK Partners ღიად აცხადებს, რომ სპეციალიზებულია დასავლურ იურისდიქციების გამო გაყინული აქტივების განბლოკვაზე. საიტის საარქივო ვერსიების თანახმად, სწორედ კუხალაშვილი ამზადებდა მიმართვებს ევროკავშირის და აშშ-ის ორგანოებისთვის ისეთი კლიენტების სახელით, როგორიცაა SPB Bank ან National Settlement Depository (NSD) — "მოსკოვის ბირჟის ცენტრალური ფასიანი ქაღალდების საცავი, რომელიც თავად ევროკავშირისა და აშშ-ის მიერაა სანქცირებული.
ფირმის პუბლიკაციებში აღწერილია ბელგიის სახაზინო ორგანოების მეშვეობით კონკრეტული იურიდიული გზები გაყინულ აქტივებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთვის. კომპანია მათ შორის მიუთითებს, რომ უზრუნველყოფს სრულ მომსახურებას — პეტიციების მომზადებიდან უარის გასაჩივრებამდე.
ბიზნესი თავისთავად არ არის უკანონო. მსგავსი ფირმები კლიენტებს სანქციებთან შესაბამისობაში მოსვლაშიც ეხმარებიან და მათთვის განსაზღვრული წესების დაცვას უზრუნველყოფენ. თუმცა DTK Partners რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეში რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებსაც წარმოადგენდა. კუხალაშვილი რუსეთის სახელმწიფო მედიაში ხშირად ციტირებდა ავიაციის ინციდენტებზე და არაერთხელ უმუშავია რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებთან ან სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირებულ საქმეებზე.
კომპანიის ვებსაიტიდან მასზე ინფორმაციის გაქრობა მეუღლის ელჩად დანიშვნას უკავშირდება და მისი მოსკოვური საქმიანობის შესახებ კიდევ მეტ კითხვას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ OC Media-მ სამართლებრივი დარღვევა ვერ იპოვა, პროფილის მოულოდნელი გაქრობა, განსაკუთრებით სახელმწიფოსთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლიენტების ფონზე, აჩენს კითხვას პოლიტიკურმა კავშირებმა DTK Partners საქმიანობას ხომ არ შეუშალა ხელი?
ფოტო: დავით კუხალაშვილი, OK.Magazine
შეზღუდული დამოუკიდებლობა
"ის ფაქტი, რომ ფირმა მუშაობს სფეროებში, რომლებიც კრემლის განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ არის, იმას ნიშნავს, რომ მისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეზღუდულია.
პუტინის რუსეთში ყველა მსხვილი კერძო ორგანიზაცია — იურიდიული ფირმიდან კორპორაციამდე და მედიასაშუალებამდე — კრემლის მფარველობის ქვეშ უნდა იყოს, რომ ნორმალურად იფუნქციონიროს," — უთხრა OC Media-ს რობერტ ჰამილტონმა, ევრაზიის საკითხების წამყვანმა ამერიკელმა ანალიტიკოსმა და Delphi Global Research Centre-ის პრეზიდენტმა.
ფირმის სხვა კლიენტებს შორის სახელდება McDonald’s-ის ყაზახური ოპერაციები და რუსული ნავთობკომპანია Lukoil, რომლებსაც აშშ-ის სანქციები შეეხოთ. DTK Partners-ის ერთ-ერთ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ გაყინული აქტივების დაბრუნების იურიდიული სივრცე მკვეთრად შევიწროებულია ევროკავშირის 17-ე სანქციების პაკეტის შემდეგ, თუმცა "შესაძლებლობები კვლავ რჩება".
იმის დასადასტურებლად, რომ DTK Partners კვლავ აქტიურია ამ სფეროში, OC Media ფირმას დაუკავშირდა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პროფილით, როგორც ბრიტანული კორპორაცია და რუსეთში ბიზნესის რესტრუქტურიზაციაზე კონსულტაცია სთხოვა.
ფირმის ამჟამინდელმა მმართველმა პარტნიორმა და კუხალაშვილის დიდხნიანმა მოკავშირემ, მიხეილ ზაგაინოვმა პასუხში აღნიშნა, რომ DTK Partners-ს "მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევაში, რომლებიც დაზარალდნენ საზღვრისგადამკვეთი შესაბამისობის ზომებისგან, აქტივების შეზღუდვისა და სანქცირებული რეჟიმებისგან".
მისი თქმით, ფირმა "რეგულარულად აძლევს რჩევებს უცხოელ აქციონერებსა და ინვესტორებს სრული პროცედურის შესახებ, მათ შორის: განაცხადების მომზადებაზე რუსეთის სახელმწიფო სუბკომიტეტისთვის, შეფასების ანგარიშების კოორდინაციაზე, გასაყიდი ხელშეკრულებების შედგენასა და მოლაპარაკებებზე, ასევე საერთაშორისო სანქციებთან და რუსულ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე".
გზავნილი მოსკოვს
"[რუსულ კავშირებს] იგივე მესიჯი აქვთ, რასაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია სხვადასხვა გზით ავრცელებს, რომ საქართველო არაა დაინტერესებული დასავლეთთან თანამშრომლობით და მით უმეტეს, დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციით," — განაცხადა ჰამილტონმა და დასძინა, რომ აღნიშნული ელჩის დანიშვნა "მკაფიო სიგნალია მოსკოვისთვის".
"აშშ-ში ისეთი პირის დანიშვნა ელჩად, რომლის მეუღლესაც აშკარა რუსული კავშირები აქვს, ამით საქართველოს ხელისუფლება კრემლს აჩვენებს, რომ საქართველო დე ფაქტო რუსეთის მოკავშირედ დარჩება," — განაცხადა ჰამილტონმა.
მას შემდეგ, რაც ამ შემოდგომას უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა, ვაშინგტონმა მოსკოვს დამატებითი სანქციებიც დაუწესა.
გარდა ამისა, ელჩ ტალიაშვილის საჯარო ქონებრივი დეკლარაციები მიუთითებს, რომ ოჯახს მნიშვნელოვანი დეპოზიტები აქვს რუსულ ბანკებში და ბინას ფლობს მოსკოვში. საქართველოში კუხალაშვილს უფიქსირდება ბინა და ავტოფარეხი თბილისში. დეკლარაცია არ ასახავს იმას, რომ მისი მშობლები საქართველოში დაახლოებით ათ უძრავ ქონებას ფლობენ — როგორც საჯარო რეესტრის მონაცემები აჩვენებს. კიდევ ერთი თბილისის ბინა წყვილის არასრულწლოვან შვილზეა რეგისტრირებული.
აშშ-ში საქართველოს საელჩომ OC Media-თან კომენტარი არ გააკეთა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები