მასშტაბურ საპროტესტო აქციების შემდეგ, ბულგარეთის მთავრობა გადადგა
ფოტო: Reuters
ბულგარეთის პრემიერმინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა ხუთშაბათს, ეკონომიკური პოლიტიკისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში უუნარობის გამო, ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ჟელიაზკოვმა გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა, სანამ პარლამენტი უნდობლობის ვოტუმს უყრიდა კენჭს. მთავრობის გადადგომა ბულგარეთის ევროზონაში 1-ელ იანვარს გაწევრიანებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
"ჩვენი კოალიცია შეიკრიბა, განვიხილეთ არსებული სიტუაცია, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები და გადაწყვეტილებები, რომლებიც პასუხისმგებლობით უნდა მივიღოთ", — თქვა ჟელიაზკოვმა და მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება გამოაცხადა.
"ჩვენი სურვილია, ვიყოთ იმ დონეზე, რასაც საზოგადოება ელის", — თქვა მან. "ძალაუფლება ხალხის ხმიდან მომდინარეობს".
ოთხშაბათს საღამოს ათასობით ბულგარელი შეიკრიბა სოფიასა და ათობით სხვა ქალაქში, ისინი ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და მისი აღმოსაფხვრელად მთავრობის უუნარობას აპროტესტებდნენ.
გასულ კვირას, ჟელიაზკოვის მთავრობამ საპროტესტო აქციების გამო უკან გაიწვია 2026 წლის ბიუჯეტის გეგმა. ოპოზიციურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი აპროტესტებდნენ სოციალური უზრუნველყოფის შენატანებისა და დივიდენდებზე გადასახადების გაზრდის გეგმებს, რათა დაეფინანსებინათ სახელმწიფო ხარჯების ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ უკან დაიხია ბიუჯეტის გეგმასთან დაკავშირებით, პროტესტი არ შენელებულა ქვეყანაში, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შვიდი ეროვნული არჩევნები ჩაატარა — ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში — ღრმა პოლიტიკური და სოციალური განხეთქილების ფონზე.
პრეზიდენტმა რუმენ რადევმაც მთავრობას გადადგომისკენ ამ კვირის დასაწყისში მოუწოდა. ხუთშაბათს, ფეისბუქ-გვერდზე კანონმდებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში რადევმა თქვა: "ხალხის ხმასა და მაფიის შიშს შორის. მოუსმინეთ საზოგადოებრივ მოედნებს!"
რადევი, რომელსაც ბულგარეთის კონსტიტუციით შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, ახლა პარლამენტში მყოფ პარტიებს სთხოვს, სცადონ ახალი მთავრობის ფორმირება და თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ის შექმნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც ქვეყანას მართავს ახალი არჩევნების ჩატარებამდე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები