2017 წლის ბიზნესდაჯილდოების შუალედური შედეგების პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა
ფოტო: თიბისი
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, ბიზნესდაჯილდოების შუალედური საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ ბიზნესდაჯილდოებაზე დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც 2017 წლის დეკემბერში მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
შუალედურ საღამოზე თიბისისა და ჯეოსელის წარმომადგენლებმა ბიზნესდაჯილდოების რეგისტრაციის პროცედურა შეაჯამეს და თავისი ახალი პროდუქტები წარადგინეს. ეროვნული მუზემის ეზოში დამონტაჟებულ სცენაზე სიტყვით გამოსვილსას, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა 2017 წლის ბიზნესდაჯილდოების სარეგისტრაციო პროცესს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.
ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბიზნესდაჯილდოებაზე სულ 661 მონაწილე დარეგისტრირდა. მისი თქმით, თითოეული მათგანი ახალ და განსხვავებულ პროდუქტს ქმნის, რაც საქართველოს ბიზნესის განვითარებაზე დადებითად მეტყველებს. მისი თქმით, ბიზნესდაჯილდოება აუცილებლად გაგრძელდება და ის უფრო მეტ სიახლეს შესთავაზებს ქართველს ბიზნესმენებს.
სიტყვით გამოვიდა ჯეოსელის აღმასრულებელი დირექტორი პაველ სმალინსკიც, რომელმაც თიბისი ბანკს პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა. პაველმა აღნიშნა, რომ ახალი იდეების დანერგვა და მათი წახალისება უმნიშვნელოვანესია ბიზნეს სექტორის გასააქტიურებლად და ბიზნესდაჯილდოება ამის საუკეთესო მაგალითად მიაჩნია.
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეებს სამოტივაციო სიტყვით მიმართა. მამუკა ხაზარაძემ ბიზნესმენებს ურჩია, რომ საკუთარ იდეებსა და ინიციატივებს ბოლომდე მიყვნენ, რათა დასახულ მიზანს მიაღწიონ:
„იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო, საჭიროა საქმის ფანატიკური სიყვარული... როდესაც ფიქრობ, რომ უამრავი დრო და ენერგია დახარჯე, ყველაფერი გააკეთე, მაგრამ უშედეგოდ და გადაწყვეტ, რომ დაიღალე, სწორედ ის ერთი ნაბიჯი შეიძლება გაშორებდეს უდიდეს წარმატებას. ამიტომ არ დანებდეთ და მიყევით იდეებს ბოლომდე,“- თქვა მამუკა ხაზარაძემ.
სიტყვით გამომსვლელების შემდეგ, სტუმრების განწყობაზე ორკესტრმა ბიგ ბენდმა იზრუნა. შუალედურ საღამოზე მოწვეულ სტუმრებს ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ეროვნული მუზეუმის ეზოში დამონტაჟებული იყო სპეციალური კუბი, რომელზეც ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეები საკუთარი კომპანიების სახელებს წერდნენ და სპეციალური ტაბლეტის საშუალებით ამონტაჟებდნენ.
ღონისძიებით კმაყოფილები იყვნენ თავად კონკურსანტებიც, რომლებსაც ერთმანეთის გაცნობისა და ბიზნესზე საუბრის საშუალება მიეცათ. ერთ-ერთი მონაწილე კომპანიის, Ice 'N Rolls-ის დამფუძნებელი, გიორგი რაზმაძე, ჩვენთან საუბარში შუალედურ საღამოს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ამგვარი შეხვედრები სტარტაპერებს დაახლოებაში ეხმარებათ.
„ბიზნესდაჯილდოება 2017 ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. შუალედური ღონისძიება, ძალიან საინტერესო გამოვიდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თიბისი ბანკსა და ჯეოსელს. ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. საინტერესო იყო სხვა სტარტაპერების გაცნობა, ჩვენი გამოცდილებებისა და გეგმების გაზიარება. სწორედ ასეთი შეხვედრები გვეხმარება სხვადასხვა სტარტაპებთან სამომავლო თანამშრომლობაში. ვფიქრობ, რომ გუშინდელი საღამო მართლაც წარმატებულად შედგა“ - ამბობს გიორგი რაზმაძე.
რაც შეეხება ფინალისტებს, მათი ვინაობა უახლოს მომავალში გახდება ცნობილი. 2017 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები კი მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვლინდებიან.
#გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში






კომენტარები