შალვა პაპუაშვილი: ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალი არის ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე გერმანიის ელჩის მიერ სამთავრობო მედიების პროპაგანდის შემცველად მოხსენიებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პრეტენზია თუკი აქვს ვინმეს, რომ არის დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელი კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს."
მისივე თქმით, ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიის.
"პრეტენზია თუკი აქვს ვინმეს, რომ არის დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელი კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს. პროპაგანდისტობის იარლიყის მიწებებით აჩვენებს უბრალოდ, რომ ეს მცდელობა არის გაექცეს კითხვას და აჩვენებს, რომ სტანდარტი სხვადასხვა არის და ამას ვამბობთ ჩვენ. ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალი არის ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა. თქვენ ხედავთ, რომ პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელი, სხვა წამყვანი თანამდებობის პირები საათობით ყოველ კვირა დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ არც ერთ კითხვას. ერთხელ მე დავთვალე კიდევაც თუ კვირაში რამდენი საათი უწევს ჯამურად ცალკე პრემიერმინისტრს, ცალკე პარლამენტის თავმჯდომარეს, ცალკე უმრავლესობის ლიდერს... არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, მე მგონი ერთადერთი დონალდ ტრამპი თუ იქნება ამ მხრივ მსგავსი სტატისტიკის მქონე. სხვა შეხედეთ ნებისმიერ ლიდერს — ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტებს, პრემიერმინისტრებს პარლამენტის თავმჯდომარეებს — ვინ ატარებს ამდენ დროს, ფაქტობრივად, Hard Talk-ის ფორმატში, როდესაც ნებისმიერი კითხვა შეიძლება დაისვას ნებისმიერ საკითხზე და ყველა კითხვას ვცემთ პასუხს", — თქვა პაპუაშვილმა.
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ქართული დემოკრატიის სტანდარტთან ზოგიერთი ელჩის სტანდარტი"ახლოს ვერ მიდის" და აღნიშნა, რომ ფიშერის "ფაილი" მათთვის დახურულია.
"ასე რომ, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც, როგორც ჩანს, ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი. რაც შეეხება ბატონ ფიშერს, კიდევ ერთხელ ვიტყვი — მისი ფაილი ჩვენთვის დახურულია", — აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა სამთავრობო მედიების კითხვაზე, დაუძახებდა თუ არა ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებს, არადემოკრატიულს და პრორუსს, როგორც ამას საქართველოს მთავრობის შემთხვევაში აკეთებდა, ფიშერმა უპასუხა, რომ ეს კითხვა პროპაგანდას შეიცავდა და არ უპასუხებდა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები