ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებაზე აცხადებს, რომ "არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის თემა გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისთვის. მისი თქმით, "ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის".
"ამაზე კიდევ უფრო სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფო, მათ შორის, სერვისების გაწევის დროს იღებს ბევრ ინფორმაციას. ამიტომ გვაქვს ჩვენ პერსონალურ მონაცემთან დაცვის კანონი, ამიტომ არის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომელიც დაცულია.
ბევრი სენსიტიური მონაცემი არის, მათ შორის, ჯანმრთელობის მხრივაც, როდესაც პაციენტები მიდიან და სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობას იტარებენ, ეს ინფორმაციაც ხომ აქვს სახელმწიფოს, როცა მიმართავენ, რაღაც დაფინანსებას იღებენ, თანხმობას იღებენ დამატებით დაფინანსებაზე, ამიტომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ პრობლემა თუ აქვს, სხვა მხრივ პრობლემა თუ აქვს და რომ მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე, ის ჯანდაცვის სამინისტრო არ იგებს რა პრობლემები აქვს? არ აქვს ეს ინფორმაცია?
ეს არის აბსოლუტური სპეკულაცია, არ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობის თემა განსაკუთრებით ჯანდაცვის მუშაკებმა გამოიყენონ პოლიტიკური სპეკულაციისთვის და მათ შორის, ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები, რომლებიც ახლა პოლიტიკური მიზნისთვის იყენებენ ამ საკითხს.
კიდევ ერთხელ — სახელმწიფოს ბევრი სენსიტიური მონაცემი აქვს ზოგადად და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, მსგავსი სენსიტიური მონაცემები დაცული იყოს მე არ მგონია, რომ დღემდე ვინმეს პრეტენზია წარედგინა რომელიმე უწყებისთვის, რომ მსგავსი კატეგორიის პერსონალური მონაცემები დაცული არ არის. პირიქით, ჩვენ უფრო მედიის მხრიდან ვხედავთ ხოლმე, სამწუხაროდ, პერსონალურ და მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას ხოლმე," — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოცნების პარლამენტის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მარტამდე უნდა შეიქმნას "ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა" — "ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტში ამ ცვლილებაზე და ამ ბაზის შექმნაზე პასუხისმგებელი ოცნების ხელისუფლების ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ცვლილებების ინიციატორი კი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტში ცვლილებების მიხედვით, დევნილთა სამინისტროს ევალება:
- პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში მონაცემები შეტანა;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების შესახებ მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებისგან მოპოვება;
- აღნიშნულ ბაზაში მონაცემების შეტანის კრიტერიუმების
- შემუშავება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები