SJC: [შეკრება- მანიფესტაციების შესახებ კანონში] შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოს მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა
ფოტო: Human Rights Watch
სოციალური სამართლიანობის ცენტრი კანონში შეტანილი ცვლილებებით, ტროტუარზე შეკრების შეზღუდვას გამოეხმაურა. ცენტრი განმარტავს, რომ "საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ავიწროებს მშვიდობიანი შეკრების დასაშვებ ფარგლებს, არაკონსტიტუციურია და გაუმართლებლად ერევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში". მათივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოს მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა.
"2025 წლის 8 დეკემბერს "ქართულმა ოცნებამ" შეკრების თავისუფლების შემზღუდველი კიდევ ერთი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება დააინიცირა, რომელიც რამდენიმე დღეში დაჩქარებული წესით განიხილა და 12 დეკემბერს უკვე ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად ავიწროებს მშვიდობიანი შეკრების დასაშვებ ფარგლებს, ჩვენი შეფასებით, არაკონსტიტუციურია და გაუმართლებლად ერევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში.
შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო ნათელს ხდის, რომ სახელმწიფოს მიზანი ყოველგვარი შეკრების გაუქმებაა, შეფერხების თვითმიზნურობის მიუხედავად, რადგან თავისი ბუნებიდან გამომდინარე, საფეხმავლო მოძრაობის შეფერხება მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებშია შესაძლებელი, როდესაც ეს შეკრებილების რაოდენობიდან გამომდინარე ბუნებრივად ხდება.
სამართლის უზენაესობის თითქმის თითოეული მინიმალური მოთხოვნის დარღვევა მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ სამართალი ავტოკრატიზაციის დაჩქარებულ გზაზე მყოფ საქართველოში მხოლოდ ძალის გამოყენების ხელოვნური ლეგიტიმაციის ინსტრუმენტია და აღარ ემსახურება მის თავდაპირველ მორალურ ფუნქციას — სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების თვითნებურად, მიკერძოებულად გამოყენებისგან დაიცვას მოქალაქეები (და არა პირიქით). ამ პრინციპების სისტემური, მიზანმიმართული და არაკეთილსინდისიერი დარღვევა ძირს უთხრის სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის არსებულ ყოველგვარ ნდობასა და შეთანხმებას", — დაწერა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა.
ცნობისთვის, ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ 8 დეკემბერს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეკრების მონაწილეების შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში, თუ შეკრებას მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, მონაწილეებს დაეკისრება პატიმრობა 15 დღემდე ვადით, განმეორებისას — პატიმრობა 1 წლამდე ვადით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები