პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის დამატებითი დრო მოითხოვა — პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო
ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი 16 დეკემბრის მაგივრად, 12 თებერვლამდე გადაიდო. ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სხდომა მას შემდეგ გადაიდო, რაც პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
"გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე, გამოძიების ინიციატივით. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა გითხრათ, რომ საპროცესო ნორმით რეგულირდება ეს საკითხი და ამის უფლება ბრალდების მხარეს აქვს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში დააკმაყოფილოს ასეთი შუამდგომლობა.
ბრალის წარდგენისთვის არსებული მტკიცებულებები საქმეში არსებობდა და ამის საფუძველზე პროკურატურის შუამდგომლობით წარედგინა ბრალდება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. მაგრამ შემდგომი ეტაპი არის გამოძიება, როდესაც უნდა განაჩენი დადგეს, შესაბამისად, როგორც ჩანს, მიიჩნია პროკურატურამ, რომ დამატებითი დრო ესაჭიროებოდა კიდევ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, ჩვენ ვერ შევალთ ამ კომპეტენციაში, ეს არის ამ შემთხვევაში ბრალდების მხარის პრეროგატივა, ვნახოთ რა მტკიცებულებებს მოიპოვებენ და წარმოადგენენ და შესაბამისად, ამის შემდეგ გაგრძელდება სასამართლო განხილვების ეტაპი.
ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ეთანხმება ბრალს, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამიტომაც ჩვენ ამ ნაწილში ბრალდების მხარის — გააგრძელებს ვადას, დანიშნავს გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებას თუ სხვა რაიმე პროცესუალურ ღონისძიებას გამოიყენებს, არ შევდივართ სიღრმისეულად და ველოდებით, რა მტკიცებულებები დაიდება საბოლოოდ," — განაცხადა ადვოკატმა ტვ პირველთან საუბრისას.
შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეუფარდა. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევასა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის აკრძალვაზე.
გენპროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები